25 იანვარს, ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მსოფლიოს აცნობა, რომ ამერიკა უკრაიანას "M1 აბრამსის" ტიპის 31 ტანკს გადასცემს. პრეზიდენტ ბაიდენის განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე, გერმანიამ განაცხადა, რომ ისიც გადასცემს გერმანული წარმოების "ლეოპარდის" ტიპის ტანკებს უკრაინას. ორივე სახეობის ტანკს უკრაინა დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდა. "ლეოპარდები" და "M1 აბრამსის" ტანკები უკრაინისთის ამ დრომდე გადაცემული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარებაა.
დრო ხალხის მხარეს არაა. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ომი, მით უფრო მეტი ადამიანი შეეწირება მას, თუმცა რუსეთს ამის დასრულება ხვალვე შეუძლია
პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, რომ უკრაინა 31 "აბრამსს" რამდენიმე თვის ვადაში მიიღებს. ამერიკელები უკრაინელ სამხედროებს ამ ტანკების ოპერირებას და შეკეთებას ასწავლიან. უკრაინელი სამხედროების ნაწილი "პატრიოტის" ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების მოხმარებას ამერიკაში ერთ-ერთ ბაზაზე უკვე სწავლობენ.
უკრაინელი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ შეიარაღება ქვეყანაში რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩავიდეს. შესაძლებელია თუ არა იარაღის უკრაინისთვის უფრო სწრაფად მიწოდება? გამოიყენებს თუ არა რუსეთი ბირთვულ იარაღს? ასევე, როგორი იქნება გაზაფხულზე მოსალოდნელი ახალი შეტევითი ოპერაციები და რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ომი უკრაინაში? ამ თემებზე "ამერიკის ხმასთან" მაიორმა ჯონ სპენსერმა ისაუბრა.
მაიორი სპენსერი ურბანული ბრძოლების ექსპერტი და 25-წელზე მეტი გამოცდილების მქონე სამხედროა, რომელიც თავად იყო უკრაინაში ჩასული, რათა ენახა როგორ იბრძოლეს უკრაინელებმა კიევის გადასარჩენად. ის ასევე პოდკასტების ავტორია, სადაც სტუმრებთან ერთად, უკრაინაში მიმდინარე ომს და ამ ომიდან გამოტანილ გაკვეთილებს განიხილავს.
ინტერვიუ ჩაწერილია ამერიკის მიერ უკრაინისთვის "აბრამსების" გადაცემის შესახებ ინფორმაციის გავრცელებამდე.
ასევე ნახეთ: „ყველაფერი საკმარისი გვაქვს“ - მედვედევიმაირო, მადლობა ინტერვიუსთვის. დასავლეთის მხრიდან, უკრაინისთვის იარაღის დაპირება ერთია, თუმცა მეორეა, მათი დროულად მიწოდება უკრაინისთვის. უკრაინის ოფიციალური პირები მუდმივად ამბობენ, რომ დასავლეთი უნდა აჩქარდეს და იარაღი უფრო სწრაფად ჩაიტანოს. თქვენი აზრით, არის თუ არა ეს დაყოვნება პრობლემა და შეიძლება თუ არა იარაღის რეალურად უფრო სწრაფად ჩატანა? აქვს თუ არა უკრაინას ლოდინის ფუფუნება?
არა, რა თქმა უნდა. იარაღის ჩატანა უფრო სწრაფად შეიძლება. მსოფლიოში არავის შეუძლია ტანკების ისე სწრაფად გადატანა, როგორც ამერიკას და მის მოკავშირეებს იმ ლოჯისტიკური სისტემის წყალობით, რომელიც ევროპაშია, მათ შორის პოლონეთსა და სხვა ლოკაციებზე. თუ უკრაინა ამბობს, რომ არ იღებს იარაღს დროულად, ერთადერთი, ვისაც შეიძლება ვენდოთ, უკრაინაა. სწორედ ისინი არიან, ვინც ყოველდღიურად ასობით ჯარისკაცს კარგავენ ისეთ მძიმე ბრძოლებში, როგორიც მაგალითად, ბახმუტში, სოლედარში, ხერსონსა და სხვა ადგილებშია.
უკრაინას შესაძლებობების უზარმაზარი მარაგი აქვს, რაც რუსეთს არ აქვს.
რაც უფრო ნელა ჩავა ეს შეიარაღება უკრაინაში, მით უფრო მეტი უკრაინელი ჯარისკაცის დარადგან რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა, მეტი უკრაინელი სამოქალაქო პირის - სიკვდილს ნიშნავს. მათ ყოველდღიურად სჭირდებათ საჰაერო თავდაცვის სისტემები, როგორებიც "პატრიოტებია" და რომლებსაც უკრაინას დაჰპირდნენ. სხვა ქვეყნებიც ჰპირდებიან მათ საჰაერო თავდაცვის სისტემებს, მაგალითად "ნასამსებს", მაგრამ ისინი [უკრაინაში] ხვალვე უნდა გაჩდნენ და არა რამდენიმე თვეში.
თუ ამბობთ, რომ შეიარაღების უფრო სწრაფად ჩატანა შესაძლებელია, მაშინ რატომ არ ხდება ასე? ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა?
გარკვეულწილად პოლიტიკურია, თუმცა არა სრულად. არცერთი საკითხი, თუ მიზეზი [რაც შეიარაღების ჩატანას უკავშირდება] არაა მარტივი. არის ნაკადის პრობლემები, არის სატვირთო მანქანების ხელმისაწვდომობის პრობლემები, რადგან უკრაინის საზღვრამდე მისვლა პროცესის მხოლოდ ნაწილია. ამის შემდეგ საჭიროა კოლონები და ძლიერი მანქანების მასიური ფლოტები რომ მათი დანიშნულების ადგილამდე მიტანა მოხდეს.
მე პირადად ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში მუშაობენ, რომ შეიარაღება უკრაინას მიაწოდონ. ყოველთვისაა მეტის გაკეთების საშუალება, შეიძლება ამ ყველაფერს კრეატიულად მიუდგე და პროცესი დააჩქარო. რამდენად შეიძლება ამ ყველაფრის დაჩქარება, ეს ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ეს შესაძლებელია.
ასევე ნახეთ: მაიორი სპენსერი: არ არსებობს მიზეზი, რატომ არ უნდა მისცეს გერმანიამ უკრაინას "ლეოპარდები"ვიცი, რომ არ გიყვართ პროგნოზების გაკეთება, მაგრამ ელოდებით თუ არა ახალ შეტევას გაზაფხულზე რუსეთის მხრიდან? როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, უკრაინას შესაძლოა თებერვალში კვლავ მოუხდეს კიევისთვის ბრძოლა. ის საზღვარზეც იყო და თქვა, რომ სამხედროები საზღვრის დაცვისთვისაც უნდა მოემზადონ. როგორ მოხდება რუსების გადაჯგუფება და როგორი წარმოგიდგენიათ ახალი შეტევა?
რუსეთი ახლა გახდება ყველაზე სუსტი, ვიდრე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ოდესმე ყოფილა
დიახ, ნამდვილად ვფიქრობ, რომ გაზაფხულზე როგორც რუსები, ისე უკრაინელები შეტევაზე გადავლენ. უკრაინა ინარჩუნებს იმის შესაძლებლობას, რომ გააკვირვოს რუსები. დასავლეთის დახმარებით, მათ მსოფლიოში ყველაზე კარგი დაზვერვა აქვთ, ასე რომ ამის წყალობითაც, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთმა უკრაინაზე მოულოდნელი იერიშის მიტანა მოახერხოს.
უკრაინა ასევე, ღელავს ბელარუსების მიერ საზღვრის გადმოკვეთასთან დაკავშირებით. თუმცა, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ბელარუსები ამას გააკეთებენ. ასევე ნაკლებ სავარაუდოა, რომ რუსებს რაიმე შანსი ჰქონდეთ კიევის აღების. მათ ერთხელ ჰქონდათ ამის შანსი და ეს შანსი ხელიდან გაუშვეს.
ეს არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთი თანახმაა უბრალოდ გააგზავნოს რუსი სამხედროები, მხოლოდ იმისთვის, რომ ისინი უკრაინის ჩრდილოეთში დაიხოცონ. კიევზე შეტევა, ალბათ, მოსალოდნელია, თუმცა ისინი ვერ მიაღწევენ სხვა პოლიტიკურ მიზნებს, გარდა იმისა, რომ აიძულონ უკრაინა შეინარჩუნოს სამხედრო ძალები კიევის რეგიონში, ისევე როგორც ეს სხვა რეგიონებშია, მაგალითად, ხარკივში. ეს მათ [უკრაინის] შესაძლებლობებს შეამცირებს აღმოსავლეთში, სადაც რუსეთი, ალბათ შეეცდება, რომ ახალი შეტევით წინ წაიწიოს და იმაზე მეტი ტერიტორია დაიკავოს, ვიდრე ახლა აქვს.
თუმცა, უკრაინელებისგან განსხვავებით, რუსებს გაცილებით მეტი შეზღუდვები აქვთ. უკრაინელებს დემოკრატიული სამყაროსგან მიწოდებული მთელი არსენალი აქვთ. მართალია, ვერ ვთანხმდებით იმაზე რა და რამდენად სწრაფად უნდა მიაწოდონ, მაგრამ ამერიკამაც და მოკავშირეებმაც განაცხადეს, რომ განაგრძობენ უკრაინის მხარდაჭერას გამარჯვებამდე. რუსეთს კი იარაღზე შეზღუდული წვდომა აქვს. მათ ასევე გაწვრთნილი ჯარისკაცების სიმცირის პრობლემაც აქვთ.
ასევე ნახეთ: „გამოიყენეთ თქვენი გავლენა“ - უკრაინის პირველი ლედი მსოფლიო ლიდერებსდრო ხალხის მხარეს არაა. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ომი, მით უფრო მეტი ადამიანი შეეწირება მას, თუმცა რუსეთს ამის დასრულება ხვალვე შეუძლია. თუ უკრაინა შეწყვეტს ბრძოლას, შეწყვეტს არსებობასაც. თუ რუსეთი შეწყვეტს ბრძოლას, მაშინ მშვიდობა დამყარდება.
თქვენ რუსეთის შეიარაღება და მისი სიმცირე ახსენეთ. ცოტა ხნის წინ "ტვიტერზე" გამოაქვეყნეთ ინფორმაცია, სადაც რუსული სამხედრო არსენალის შესახებ წერდით. შეგიძლიათ მეტი გვითხრათ იმის შესახებ თუ რა აქვთ და რა რაოდენობით?
მსოფლიოში არავის შეუძლია ტანკების ისე სწრაფად გადატანა, როგორც ამერიკას და მის მოკავშირეებს იმ ლოჯისტიკური სისტემის წყალობით, რომელიც ევროპაშია, მათ შორის პოლონეთსა და სხვა ლოკაციებზე.
დიახ, ეს უბრალოდ მცირე კვლევითი პროექტია, რომელიც დაზვერვის და საჯარო ბაზებზე დაყრდნობით გავაკეთე იმ იარაღზე, რომელიც 2022 წელს რუსეთს ჰქონდა. ამის შესახებ ინფორმაცია არსებობს. დაახლოებით, ვიცით ისიც, რა დაკარგეს, ფოტოებსა და სხვადასხვა ინფორმაციებზე დაყრდნობით, მაგრამ არ ვიცით ის, რა აქვთ მათ დასაწყობებული, მაგალითად 10,000 საბრძოლო ტანკი, როგორც თვითონ ამბობენ. საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი, რომ არ შეიძლება ტანკი უბრალოდ საწყობში დააყენო 20 წლის განმავლობაში და შემდეგ გქონდეს მოლოდინი, რომ ის ისევ იმუშავებს. ეს უბრალოდ არ მოხდება.
ასე რომ, ნამდვილი შეკითხვაა რა აქვთ საწყობში დარჩენილი, რადგან სანქციები მუშაობს, რაც რუსეთს ხელს უშლის ჰქონდეს კარგი ინდუსტრიული სამხედრო ბაზა.
რუსეთს ცოტა მოკავშირე ყავს. Მაგალითად, ჩინეთი არ აწვდის რუსეთს ისეთს შეიარაღებას, როგორიცაა ტანკი, რაკეტა, ან მსგავსი. სამხედრო შესაძლებლობებზე ისიც მეტყველებს, რომ რუსეთი ბალისტიკური რაკეტებისა და დრონებისთვის ჩრდილოეთ კორეას და ირანს მიადგა. რუსებს იარაღზე შეზღუდული წვდომა აქვთ, უკრაინელებს არა.
რუსეთი დროდადრო შეახსენებს ხოლმე მსოფლიოს, რომ მას ატომური იარაღი აქვს. ცოტა ხნის წინ, დიმიტრი მედვედევმა თქვა, რომ თუ რუსეთი დამარცხდება უკრაინასთან ომში, მაშინ ეს ატომური ომის დაწყების მიზეზი გახდება. შეგიძლიათ რომ აგვიხსნათ, რამდენად რეალურია რუსეთის განმეორებითი მუქარა, რომ ატომურ ომს დაიწყებენ და ხედავთ თუ არა რაიმე სცენარს, როდესაც ეს მართლაც შეიძლება მოხდეს?
ეს, რა თქმა უნდა, უგუნურებაა. ბირთვული იარაღით მუქარა, რა თქმა უნდა, ტერორისტული ტაქტიკაა. უნდა ითქვას, რომ მთელი იდეა [მეორე მსოფლიო] ომის შემდგომ პერიოდში, შექმნილი საერთაშორისო ორგანიზაციებისა, როგორიც გაეროა, ის იყო, რომ ასეთი საუბრები ატომურ იარაღზე აღარ ყოფილიყო.
ასევე ნახეთ: რა მოხდება ბრძოლის ველზე?ატომური იარაღი გადარჩენისთვის უნდა გამოიყენებოდეს, რუსეთის არსებობას კი არავინ ემუქრება. რუსეთია ის, ვინც დაარღვია მსოფლიოს საერთაშორისო წესრიგის ნორმები და გადაკვეთა სუვერენული ქვეყნის საზღვარი, რათა დაეპყრო მთელი ქვეყანა, რომ ეთქვა, რომ ისინი არ არსებობენ, რომ გენოციდი მოეწყო, რომ დაერღვია არსებული ნებისმიერი კანონი. ახლა კი ამბობენ, რომ თუ უკრაინაში დამარცხდებიან, მაშინ ეს რატომღაც მათი არსებობისთვის საფრთხეა და ატომურ, ან ტაქტიკურ ატომურ იარაღს გამოიყენებენ.
უკრაინელებისგან განსხვავებით, რუსებს გაცილებით მეტი შეზღუდვები აქვთ. უკრაინელებს დემოკრატიული სამყაროსგან მიწოდებული მთელი არსენალი აქვთ.
რუსეთს არ სურს ნატოსთან ბრძოლა. რუსეთი უკრაინასაც ვერ უმკლავდება. რუსეთი ახლა გახდება ყველაზე სუსტი, ვიდრე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ოდესმე ყოფილა. ეს ყველაფერი რიტორიკაა.
ვერ ვხედავ რაიმე სცენარს, რომელშიც რუსეთს რაიმე მიზეზი აქვს საიმისოდ, რომ მსოფლიო დაარწმუნოს, რომ მათ სუვერენიტეტს საფრთხე ემუქრება. არადა სწორედ ამისთვის გამოიყენება ატომური იარაღი - გადარჩენისთვის. ეს კი [რუსეთისთვის] კითხვის ნიშნის ქვეშ არაა. [რუსეთ უკრაინის ომი] აქტიური აგრესიაა, ესაა საერთაშორისო წესრიგის დარღვევა. გაერომაც ერთხმად უყარა კენჭი, რომ რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონების საკუთარი ქვეყნისთვის მიწერა ყველა საერთაშორისო ნორმის დარღვევაა.
მაშინ, როდესაც ატომური იარაღი ისევ თეორიული შესაძლებლობაა, ირანული დრონები ნამდვილია და მათ უკრაინის და უკრაინელების წინაააღმდეგ იყენებენ. სხვადასხვა წყაროები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ რუსეთი ჩრდილოეთ კორეისგანაც იღებს იარაღს. ვრცელდება ინფორმაცია ირანისგან ბალისტიკური რაკეტების რუსეთისთვის გადაცემაზეც. რა შეგიძლიათ ამაზე გვითხრათ, გააგრძელებენ ჩრდილოეთ კორეა და ირანი რუსეთისთვის იარაღის მიცემას?
ვნახე ანგარიშები იმასთან დაკავშირებით, რომ ირანი და ჩრდილოეთ კორეა ბალისტიკურ რაკეტებს აწვდიან რუსებს იმ დაბალტექნოლოგიურ დრონებთან ერთად, რომლებსაც ირანი დღემდე აწვდის მათ. ვფიქრობ თუ არა, რომ ჩრდილოეთ კორეა და ირანი განაგრძობენ იარაღის მიწოდებას? რა თქმა უნდა. ორივე ცუდი, ტერორისტული ქვეყანაა და მათ არაფერი აქვთ რუსეთის მიერ მოწყობილი გენოციდის წინააღმდეგ. მაგრამ კითხვაა ის, თუ რას იღებენ ირანი და ჩრდილოეთ კორეა რუსეთისგან, რთულ სიტუაციაში დახმარების სანაცვლოდ.
თუმცა, უკრაინა, დასავლეთის დახმარებით, ავსებს იმ სიცარიელეს, რომელიც მათ აქამდე ჰქონდათ და რაც მათ რუსეთის ტერორისტული აქტებისადმი მოწყვლადს ხდიდა.
რუსეთის მიერ, გემსაწინააღმდეგო რაკეტების ათასობით სამოქალაქო პირის წინააღმდეგ გამოყენება და მათი მოკვლა, ცოტა ხნის წინ, დნიპროში, აჩვენებს, რომ რუსეთს რაკეტების შეზღუდული რაოდენობა აქვს ამ ტერორისტული ტაქტიკის განსახორციელებად. ეს აჩვენებს, რომუკრაინა "პატრიოტების" სისტემებით შეავსებს საჰაერო თავდაცვაში არსებულ სიცარიელეს, რაც აქამდე ჰქონდათ. იარაღს კი არა მხოლოდ ამერიკა, არამედ სხვა ქვეყნებიც აწვდის უკრაინას. ეს კი უკრაინელი მოსახლეობისთვის, მათი ინფრასტრუქტურისთვის საფრთხეს შეამცირებს.
რუსეთს ცოტა მოკავშირე ყავს. Მაგალითად, ჩინეთი არ აწვდის რუსეთს ისეთს შეიარაღებას, როგორიცაა ტანკი, რაკეტა, ან მსგავსი. სამხედრო შესაძლებლობებზე ისიც მეტყველებს, რომ რუსეთი ბალისტიკური რაკეტებისა და დრონებისთვის ჩრდილოეთ კორეას და ირანს მიადგა.
მაშინაც, კი, თუ ირანსა და ჩრდილოეთ კორეას რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტები არ მიუწოდებიათ, მალე, უკრაინას შეეძლება, რომ ზიანი თავიდან აირიდოს, რუსი სამხედროების წინააღმდეგ სამხედრო მიღწევების პარალელურად.
ასევე ნახეთ: ბროუდერი: პუტინი პატარა კრიმინალია, რომელიც სასოწარკვეთილად ცდილობს გადარჩესვლადიმირ პუტინმა, ცოტა ხნის წინ, მორიგი ახალი ხელმძღვანელი, გენერალი გერასიმოვი დანიშნა, რათა უხელმძღვანელოს იმას, რასაც პუტინი "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" უწოდებს. პარალელურად, ვხედავთ, რომ პრიგოჟინი და მისი "ვაგნერის" დაჯგუფება, სულ უფრო აქტიური ხდება ამ ომში. რას გეუბნებათ ეს ცვლილებები, რა ხდება რუსულ ჯარში და როგორი გავლენა ექნება ამას რუსეთ-უკრაინის ომზე?
ჩემი აზრით, ეს ყველაფერი სისუსტის, რუსეთის სისუსტის ნიშანია. როდესაც, შენ მაღალი დონის გენერალს, ფაქტობრივად, გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელს ჩამოაქვეითებ, ჩამოქვეითებ იქამდე, რომ უკრაინაში ოპერაციას უხელმძღვანელოს, იმიტომ, რომ ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც გინდოდა, ეს დიდ რამეზე მიანიშნებს. ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში აკეთებ, თუ ომს აგებ. გერასიმოვის, რომელიც მთელი რუსული ჯარის ხელმძღვანელი იყო, ვისი მოვალეობაც ასევე რუსეთის დაცვა იყო, ერთი საბრძოლო თეატრის ხელმძღვანელად ჩამოქვეითება და წინამორბედის [სურავიკინის] მისთვის დაქვემდებარება, შეზღუდვების ნიშანია.
რაც შეეხება პრიგოჟინს. ის საინტერესო პიროვნებაა პოლიტიკური მისწრაფებებით, რომელიც ძალების მოკრებას განაგრძობს. ეს კი არ მოსწონთ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში და ზოგადად, რუსულ ჯარში. ის ამბობს, რომ "ვაგნერის" დაჯგუფებაა ერთადერთი, ვისაც სამხედრო გამარჯვებების მოტანა შეუძლია. რუსეთის თავდაცვა კი საპირისპიროს ამტკიცებს, მაგალითად სოლედარის შესახებ.
პრიგოჟინის პოლიტიკურ მისწრაფებებზე დაკვირვება საინტერესოა, თუმცა ეს ყველაფერი სისუსტის მანიშნებელია. "ვაგნერის" წევრები სამხედროები არ არიან, ისინი დაქირავებული მებრძოლები არიან, მათ შორის არიან პატიმრები, გაუპატიურებისთვის თუ სხვა მძიმე დანაშაულებისთვის გასამართლებული ხალხი. ისინი უკრაინაში საშინელებების ჩასადენად გააგზავნეს. ომის დანაშაულებებისთვის უნდა დაისაჯონ, მაგრამ ჯერ ასე არაა.
ეს ყველაფერი რუსეთის სისუსტეზე მიანიშნებს. ეს ყველაფერი არ მოხდებოდა, [რუსეთის] სამხედრო მიზნები სწორად რომ სრულდებოდეს.
ასევე ნახეთ: უკრაინა ამბობს, რომ ბელარუსის საზღვრიდან მომავალი საფრთხისთვის მზად უნდა იყოსთუ არ ვცდები, თქვენ მათ შორის ხართ, ვინც თვლის, რომ უკრაინაში ომი არა წლების, არამედ თვეების განმავლობაში გაგრძელდება. თქვენმა ზოგიერთმა კოლეგამ, ზაფხულში ყირიმის დაბრუნებაზეც დაიწყო საუბარი. როგორ წარმოგიდგენიათ ომის დასასრული და სად ხედავთ ამ ვერსიაში რუსეთსა და უკრაინას?
"ვაგნერის" წევრები სამხედროები არ არიან, ისინი დაქირავებული მებრძოლები არიან, მათ შორის არიან პატიმრები, გაუპატიურებისთვის თუ სხვა მძიმე დანაშაულებისთვის გასამართლებული ხალხი.
ნებისმიერ ომში, ნამდვილად რთულია რამის წინასწარ თქმა. ომი კომპლექსური რამაა, პოლიტიკა, ამინდი, იარაღი, ორივე მხარის ნება, მოსახლეობის ნება, ყველაფერი გავლენას ახდენს. მაინც მჯერა, რომ ეს ომი წლების განმავლობაში არ გაგრძელდება. თუმცა, რა თქმა უნდა, სანამ პუტინი აკონტროლებს რუსეთს, ბოროტი მისწრაფებები და საერთაშორისო კანონების და წესრიგის დარღვევა სულ იარსებებს.
რუსული ჯარის შესაძლებლობებზე დაყრდნობით ვფიქრობ, ასეთი ტემპით ომი, უბრალოდ, ვერ გაგრძელდება. [ამერიკის თავდაცვის მდივანმა ლოიდ] ოსტინმაც თქვა, რომ რუსეთს იარაღის მარაგი უთავდება. ისინი ასე ვეღარ გააგრძელებენ.
კიდევ ერთხელ, ამიტომაც ბევრს ვსაუბრობთ ლოჯისტიკაზე. უკრაინას შესაძლებობების უზარმაზარი მარაგი აქვს, რაც რუსეთს არ აქვს.
ასე რომ სად მთავრდება ეს ომი? ყირიმის დაბრუნებაზე? 1991 წლის საზღვრების აღდგენაზე? უკრაინასა და რუსეთს შორის უზარმაზარი დემილიტარიზებული ზონის შექმნაზე? ყველა ომი პოლიტიკური შეთანხმებით მთავრდება. მე არ ვამბობ, რომ უკრაინა არ დაჯდება პოლიტიკური მოლაპარაკებების მაგიდასთან ძალიან ძლიერი, საკუთარი მოთხოვნების სიით, რომლის შესრულებაც რუსეთს მოუწევს, რადგან ეს არაკანონიერი აგრესიის აქტია. მაგრამ როგორ მოხდება ეს? არ ვიცი ვინმეს თუ შეუძლია დღეს ამ პროგნოზის გაკეთება.
ზოგიერთი რუსეთის ჯარის კულმინაციას წინასწარმეტყველებს, კიდევ ერთხელ, მე მგონია, რომ ეს რამდენიმე თვეში მოხდება და არა წლების შემდეგ. როდის მოხდება ეს, ზაფხულში, შემოდგომაზე, თუ ამ წელს, მართლა ძალიან რთული სათქმელია და მხოლოდ ერთ ადამიანზე, პუტინზეა დამოკიდებული. მას უბრალოდ, არ ადარდებს, რომ ასიასათობით რუსი მოკვდა, არ ადარდებს გადაურჩება ქვეყნის ეკონომიკა ამას წლების განმავლობაში, თუ არა. ამას [ომს] რუსეთზე თაობების განმავლობაში ექნება გავლენა და როგორც ჩანს, მას ეს არ ადარდებს.