ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლუკაშენკო ამბობს, რომ უკრაინასთან თავდაუსხმელობის პაქტის ხელმოწერას სთავაზობდნენ


ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო ამბობს, რომ მას უკრაინასთან თავდასხმელობის პაქტის დადება სთხოვეს. ინფორმაციას "ბელტა", ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.

ლუკაშენკო, რომელიც რუსეთისა და პირადად პრეზიდენტ პუტინის უახლოესი მოკავშირეა ამბობს, რომ მას მთავრობისა და საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლებთან ჰქონდა შეხვედრა, სადაც, მისი მტკიცებით, უკრაინულმა მხარემ სთხოვა, დაეთმო ბელარუსის ტერიტორია დასავლეთის მიერ ჯარისკაცების გასაწვრთნელად. ლუკაშენკო ამბობს, რომ ამას ბელარუსში დესტაბილიზაციის შეტანა შეეძლო.

მართლაც მოხდა თუ არა შეხვედრა, ან ჰქონდა თუ არა კიევს ლუკაშენკოსთან მსგავსი შეთავაზება, ამის შესახებ თავად ბელარუსის პრეზიდენტის განცხადების გარდა, სხვა ინფორმაცია არ არსებობს და მისი გადამოწმება, ამ ეტაპზე ვერ ხერხდება.

"...ისინი გვთხოვდნენ, რომ უკრაიანასთან ომში არცერთ სიტუაციაში არ ჩავრთულიყავით და იქ ჩვენი ჯარები არ გადაგვეყვანა. ისინი გვთავაზობდნენ, რომთავდაუსხმელობის პაქტი დაგვედო" - უთხრა ბელარუს ჟურნალისტებს ლუკაშენკომ.

ლუკაშენკოს კომენტარებიდან გაუგებარია ვისზე საუბრობს ის, როდესაც ამბობს "ისინი გვთხოვდნენ". მას არ დაუკონკრეტებია ეს სავარაუდო შეთავაზება რომელიმე დასავლური ქვეყნისგან მიიღო, თუ თავად უკრაინისგან.

ლუკაშენკოს განცხადებასთან დაკავშირებით, ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ უკრაინაში. ქვეყანაში შიშობენ, რომ შესაძლოა ბელარუსიც ჩაერთოს ომში. გარდა ამისა, რუსეთი ბელარუსს თავისი ჯარებისა და ტექნიკის უკრაინაში გადასასროლად და უკრინაზე საჰაერო თავდასხმებისთვისაც იყენებს.

კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებიათ არც კრემლში. რუსეთი არც უარყოფს და არც ადასტურებს იმას, განიხილა თუ არა ეს სავარაუდო შეთავაზება ლუკაშენკომ, პუტინთან.

XS
SM
MD
LG