ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ნეიტრალიტეტი თავს მოგვახვიეს" - მოლდოვა დასავლეთს საჰაერო თავდაცვით სისტემებს სთხოვს


მოლდოვა დასავლეთისგან საჰაერო თავდაცვის შეიარაღებას ითხოვს. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ადასტურებს.

ანატოლი ნოსათი „რადიო თავისუფლების“ მოლდოვურ სამსახურთან ინტერვიუში ამბობს, რომ ეს იქნება რთული პროცესი, რადგან დასავლეთის მთავარი პრიორიტეტი ახლა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაა.

მოლდოვის თავდაცვის მინისტრის თქმით, ქვეყნისთვის ეს მარტივი გადაწვყეტილება არ იყო, თუმცა განმარტავს, რომ პარტნიორებთან ამ საკითხზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს.

„უკრაინის ომმა აჩვენა, რომ მოლდოვას ნეიტრალიტეტის სტატუსი და დემილიტარიზაციის შესახებ დისკუსიები აქტუალური აღარ არის“- თქვა თავდაცვის მინისტრმა ნოსათმა.

„რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში ის ამბობს, რომ მოლდოვა წლებია მოითხოვს რუსეთისგან, რუსულმა ჯარებმა დნესტრისპირეთი დატოვოს, თუმცა უშედეგოდ.

„დნესტრისპირეთში რუსული ჯარების უკანონო ყოფნა ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ ნეიტრალიტეტის ნარატივი თავს მოგვახვიეს. მოლდოვას ხელისუფლებამ არაერთხელ გააკეთა მოწოდება ჯარების გაყვანის შესახებ, მაგრამ ისინი კვლავ აქ არიან. ეს ადასტურებს, რომ ჩვენი ნეიტრალიტეტი მხოლოდ დეკლარაციულია“- ამბობს მოლდოვის თავდაცვის მინისტრი.

მოლდოვამ პოლიტიკის ცვლილება მას შემდეგ დაიწყო, რაც 11 თვის წინ, რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბანი ომი დაიწყო. ერთ-ერთი საჰაერო იერიშების დროს, რუსული რაკეტები, რომელიც უკრაინულ ქალაქებზე იყო მიმართული, მოლდოვის ჩრდილო-აღმოსავლეთით ჩამოვარდა.

მოლდოვის თავდაცვის მინისტრი განმარტავს, რომ ქვეყანას ამ დროისთვის არ აქვს საჰაერო თავდაცვის მონიტორინგის სისტემები და დასავლეთის დახმარება სჭირდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG