საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ცოტა ხნის წინ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 68 პროვენტს მიაჩნია, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, 71 პროცენტი ეკონომიკური მდგომარეობით უკმაყოფილოა. გამოკითხვის შედეგებს საქართველოში შერეული რეაქცია მოჰყვა. მათ შორის იყო "პარტია ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ღია და მწვავე კრიტიკა. ივანიშვილმა თქვა, რომ ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციები, როგორიცაა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსიტუტი და საერთაშორისო დემოკრატიული ინსტიტუტი, ქართულ პოლიტიკაში მიკერძოებულები არიან. ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ვრცელ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ამერიკის მიერ დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, როგორიცაა IRI და NDI, საზოგადოებაში რეპუტაცია შელახული აქვთ. მისივე თქმით, ისინი საქართველოში ამერიკის ინტერესებს აზიანებენ. "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი ია მეურმიშვილი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის პრეზიდეტ დენიელ ტვაინინგს ამ და სხვა ბრალდებებზე და საქართველოში IRI-ს როლზე ესაუბრა.
ბატონო დენ, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. IRI ბოლო კვირის განმავლობაში საქართველოში კრიტიკის საგანი იყო. ზოგადად, როგორ პასუხობთ ორგანიზაციაში, სავარაუდო ინტერესთა კონფლიქტის და მიკერძოების ბრალდებას?
მადლობა თქვენ. სიამოვნებით ვარ თქვენი სტუმარი. IRI საქართველოში 21 წელია მუშაობს. ამ დროის განმავლობაში, ჩვენ ყველა დემოკრატიულ ძალასთან ვთანამშრომლობთ, მათ შორის - „ქართულ ოცნებასთან.“ ასევე ვთანამშრომლობდით „ნაციონალურ მოძრაობასთან,“ როცა ისინი ხელისუფლებაში იყვნენ და სხვა დანარჩენ პოლიტიკურ ძალებთან. ძალიან ვამაყობთ იმ საქმით, რომელსაც საქართველოში ვაკეთებთ. ჩვენ ამერიკის მთავრობა გვაფინანსებს და მთავრობისგან და ამერიკის კონგრესისგან დიდი მხარდაჭერა გვაქვს. მოხარულები ვართ იმით, რომ საქართველოს მეგზურები ვართ დემოკრატიული განვითარების გზაზე.
21 წელი დიდი დროა, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წელს აღიდგინა. რა არის თქვენი მთავარი მისია საქართველოში?
[გამოკითხვების] ძირითადი მიზანი დემოკრატიის გამყარებაა. თუ პოლიტიკოსებს არ ესმით, რას ფიქრობს მათი ამომრჩეველი, შეიძლება ქვეყნაში ისეთი სიტუაცია შეიქმნას, როგორიც დღეს ჰონგ-კონგშია, სადაც მილიონობით გაბრაზებული ადამიანია გამოსული ქუჩაში. ან შეიქმნას ერაყის მსგავსი სიტუაცია, სადაც მოქალაქეებმა იგრძნეს, რომ პოლიტიკური სისტემიდან უფრო და უფრო გარიყულები არიან.
ჩვენ ვმუშაობთ პოლიტიკური პარტიების გასაძლიერებლად. იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოს ყველა მოქალაქის ხმა ისმოდეს პოლიტიკაში და განსაკუთრებულ ყურადღებას ვამახვილებთ ნაკლებად წარმოდგენილ უმცირესობათა ჯგუფებზე. ასევე, ჩართულები ვართ სამოქალაქო განათლებაში იმისთვის, რომ მოქალაქეები ინფორმირებულები იყვნენ საკუთარი სამოქალაქო უფლებების შესახებ. ასევე, ვატარებთ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებს იმისთვის, რომ პოლიტიკოსებს ყველა პარტიიდან მივაწოდოთ ინფორმაცია იმაზე, თუ რას ფიქრობს ქართველი ამომრჩეველი.
მოკლედ რომ ახსნათ, რა არის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მიზანი?
ძირითადი მიზანი დემოკრატიის გამყარებაა. თუ პოლიტიკოსებს არ ესმით, რას ფიქრობს მათი ამომრჩეველი, შეიძლება ქვეყნაში ისეთი სიტუაცია შეიქმნას, როგორიც დღეს ჰონგ-კონგშია, სადაც მილიონობით გაბრაზებული ადამიანია გამოსული ქუჩაში. ან შეიქმნას ერაყის მსგავსი სიტუაცია, სადაც მოქალაქეებმა იგრძნეს, რომ პოლიტიკური სისტემიდან უფრო და უფრო გარიყულები არიან. ჩვენი გამოკითხვები უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს, მეთოდოლოგიური სტანდარტები უკიდურესად მკაცრია. გამოკითხვების ჩასატარებლად ვმუშაობთ მსოფლიოში საუკეთესო პარტნიორებთან. ისინი პოლიტიკოსებისთვის და პარტიებისთვის სასარგებლო ინფორმაციას წარმოადგენს იმაზე, თუ რა აწუხებს მათ ამომრჩეველს.
ასევე ნახეთ: IRI: გამოკითხულთა უმეტესობა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ემხრობაეს ალბათ იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკოსებს ეს ინფორმაცია აინტერესებთ. მაგრამ, ზოგ შემთხვევაში, მაგალითად, როგორც ეს საქართველოში ვნახეთ ცოტა ხნის წინ, მთავრობებს თქვენი გამოკითხვები არ მოსწონთ. არსებობს შეხედულება, რომ IRI საქართველოში ზოგიერთი ჯგუფის მხრიდან თავდასხმის ქვეშ სწორედ გამოკითხვის შედეგების გამო აღმოჩნდა, რომლებმაც მთავრობისთვის სახარბიელო შედეგი არ აჩვენა.
ეს სხვა ქვეყნებში გვინახავს, როცა მთავრობა, რომელიც პოპულარობას კარგავს, უცებ გადაწყვეტს ხოლმე, რომ არ მოსწონს ჩვენი გამოკითხვების შედეგები. ვშიშობ, რომ ეს ჩვენზე არაა დამოკიდებული. გამოკითხვები ობიექტურად ტარდება. და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ პოლიტიკოსებისთვის ისინი გამოუსადეგარია, თუ გამოკითხვები სიმართლეს არ ასახავს, თუ შედეგები პირნათლად არ მიუთითებს იმაზე, თუ რა აწუხებს ამომრჩეველს და როგორ ხედავენ მოქალაქეები არა მხოლოდ მთავრობას, არამედ პარტიებს და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან დიდ საკითხებს. თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობთ ჩვენი გამოკითხვების შედეგებთან დაკავშირებით. საქართველოში სხვა ჩვენი მსგავსი ორგანიზაციებიც აღმოჩნდნენ თავდასხმის ქვეშ, როცა პოლიტიკოსებს მათი გამოკითხვების შედეგები არ მოსწონებიათ. ეს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც გამოგვიცდია.
მიკვირს, რომ ამ კონტექსტში საქართველოზეც ვსაუბრობთ. მსგავსი კამპანიები ძირითადად კრემლიდანაა წამოსული, იმის გამო, რომ პუტინი ვერ ახერხებს დემოკრატიულ მმართველობას. კამპანია, რომელსაც ვხედავთ პროდემოკრატიული ორგანიზაციების წინააღმდეგ, მოდის კრემლიდან, ჩინეთის კომუნისტური პარტიიდან…
ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს, გახსოვთ ასეთი შემთხვევა, როცა მთავრობა თქვენი გამოკითხვებით უკმაყოფილო იყო?
დიახ. გამოკითხვები უვარგისია ყველასთვის, თუ ისინი მოსახლეობის სატკივარს არ გამოხატავს. და დავამატებ, რომ საბოლოო ჯამში, ჩვენ ბოლომდე გდგავართ ჩვენი გამოკითხვების შედეგების უკან. ჩვენ არ ვსაზღვრავთ, როგორი იქნება ეს შედეგები და ისევე გვაინტერესებს ისინი, როგორც პოლიტიკოსებს. ხშირად შედეგები ჩვენც გვაკვირვებს.
საქართველოში IRI-ის ბოლოდროინდელი კრიტიკის უმთავრესი ნაწილი ბატონ რენდი შუნამენთან დაკავშირებული დავა იყო. ბატონი შუნამენი, რომელიც თქვენი ორგანიზაციის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეა, ოფიციალურად დარეგისტრირებულია, როგორც ნაციონალური მოძრაობის ლობისტი ამერიკაში. [ამ რეგისტრაციას კანონი ითხოვს, ნებისმიერი ადამიანის თუ კომპანიისგან, რომელიც უცხოეთში დაფუძნებულ ინტერესს ამერიკაში წარმოადგენს.] ეს ფაქტია და ამაში დამალული და არაკანონიერი არაფერია. მთავრობაში ზოგიერთი ადამიანი ამბობს, რომ იმის გამო, რომ IRI-ის საბჭოს წევრი ნაციონალური მოძრაობის ინტერესებს იცავს, თქვენი კვლევა მიკერძოებულია და სწორედ ამიტომაც აჩვენა მან მთავრობისთვის არასახარბიელო შედეგი. ამ ამბის გამოაშკარავების შემდეგ გაჩნდა კითხვები თქვენს ორგანიზაციაში ინტერესთა კონფლიქტის და მიკერძოების თაობაზე. როგორ პასუხობთ ამ ბრალდებებს?
პირველ რიგში, ბატონმა შუნამენმა IRI-ში საქართველოსთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის საქმიანობა აიცილა. ჩვენს ეთიკურ ნორმებზე და ინტერესთა კონფლიქტის პოლიტიკაზე დაყრდნობით, ამას აკეთებს საბჭოს ყველა წევრი მსგავს სიტუაციაში. მათ არ ეძლევათ საშუალება ერთმანეთში აურიონ საკუთარი პერსონალური ბიზნესი და IRI-ის საქმიანობა. მეორე საკითხი ისაა, რომ IRI საქართველოში 20 წელზე მეტია მუშაობს და ამ საქმიანობას საბჭოს არც-ერთი კონკრეტული წევრი არ მართავს. ჩვენ მიუკერძოებელი ორგანიზაცია ვართ და ყველა დემოკრატიულ ძალასთან ვთანამშრომლობთ. საბჭოს რომელიმე წევრის შეხედულებას არანაირი გავლენა არ აქვს ჩვენს საქმიანობაზე და ეს არა მხლოდ საქართველოში ხდება ასე, არამედ ყველგან, სადაც ვმუშაობთ.
ასევე ნახეთ: "დიდი კამერტონი"ეს საკითხი, ვფიქრობ, მეორადი თემაა, რომელიც დიდ საკითხს არ უკავშირდება. დიდი საკითხი კი, მართალი გითხრათ, ისაა, რომ თავდასხმა მოხდა IRI-ზე, ჩვენს პარტნიორ ორგანიზაცია NDI-ზე და ამერიკის მთავრობის საქმიანობაზე საქართველოში, რომლის მიზანიც საქართველოს დემოკრატიული მისწრაფებების მხარდაჭერაა.
საბოლოო ჯამში, ყველაფერი მაინც შეხედულებების შექმნას უკავშირდება. ის თავდასხმა, რომელიც თქვენ ახსენეთ, IRI-სა და NDI-ის წინააღმდეგ, სწორედ იმას ემსახურება, რომ საზოგადოებაში შექმნას წარმოდგენა, რომ ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოსა და შეერთებულ შტატებს არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას ხელს უშლიან. როგორც ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი, პასუხობთ ამ მცდელობას რომ მოხდეს ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაცია?
ჩვენთვის მთავარი ისაა, რომ ქართველმა ხალხმა თვითონ გააკეთოს საკუთარი არჩევანი. კრემლთან დაკავშირებული ჯგუფები განსხვავებულად საქმიანობენ და მათი მიზანი ქართველებისთვის არჩევანის მიცემა არ არის. ყველაფერი, რაც ქართველ ხალხზე ვიცი, მიუთითებს იმაზე, რომ მას სურს იყოს დასავლეთის ნაწილი და სურს ჰქონდეს საკუთარი არჩევანის გაკეთების უფლება.
საქართველოში ხშირად ვმოგზაურობდი სენატორ ჯონ მაკკეინთან ერთად. ეს ვიზიტები შევარდნაძის მმართველობის დროს დაიწყო, ვარდების რევოლუციამდე. სენატორი მაკკეინი ყოველთვის ამბობდა, რომ ამერიკა-საქართველოს შორის ახლო პარტნიორობას მხოლოდ ძლიერი ქართული დემოკრატია გააღრმავებდა, რომელიც დასავლეთით იყურება. თაობების მანძილზე საქართველოში პოლიტიკოსები სწორედ ამას აკეთებდნენ. ის, რასაც ბოლო პერიოდში ვხედავთ, არის რუსეთის ჩარევის გაღრმავება, რუსეთის დეზინფორმაცია და რუსეთის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა, რომლებიც არ ცდილობენ ქვეყანაში დემოკრატიის გაღრმავებას, არ ცდილობენ სამართლიანი პოლიტიკური გარემოს შექმნას.
სინამდვილეში, კრემლს საწინააღმდეგო მიზანი აქვს. ჩვენს მიერ ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტი მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, 4-დან 3 ადამიანი მხარს უჭერს ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას. საქართველო უდავოდ პროდასავლური ქვეყანაა. ამერიკის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა IRI, ცდილობენ საქართველოს დაეხმარონ ჩამოყალიბდეს განვითარებულ, ძლიერ დემოკრატიად, რომელიც ამერიკისთვის კიდევ უფრო ახლო მოკავშირე იქნება. ჩვენთვის მთავარი ისაა, რომ ქართველმა ხალხმა თვითონ გააკეთოს საკუთარი არჩევანი. კრემლთან დაკავშირებული ჯგუფები განსხვავებულად საქმიანობენ და მათი მიზანი ქართველებისთვის არჩევანის მიცემა არ არის. ყველაფერი, რაც ქართველ ხალხზე ვიცი, მიუთითებს იმაზე, რომ მას სურს იყოს დასავლეთის ნაწილი და სურს ჰქონდეს საკუთარი არჩევანის გაკეთების უფლება.
“ქართულ ოცნებასთან” ძალიან ახლოს ვთანამშრომლობთ, ისევე როგორც - არჩეულ პირებთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან. ამას ყოველთვის ვაკეთებდით. საქართველოში ყოველთვის გვქონდა გულახდილი ბროკერის როლი, უწყების როლი, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას უწყობს ხელს.
იმისთვის, რომ IRI-მ საქართველოში საქმიანობა გაგრძელოს, მასპინძელი ქვეყნის მთავრობის თანხმობა სჭირდება. რა ურთიერთობა გაქვთ “ქართულ ოცნებასთან?”
“ქართულ ოცნებასთან” ძალიან ახლოს ვთანამშრომლობთ, ისევე როგორც - არჩეულ პირებთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან. ამას ყოველთვის ვაკეთებდით. საქართველოში ყოველთვის გვქონდა გულახდილი ბროკერის როლი, უწყების როლი, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას უწყობს ხელს. ამით ძალიან ვამაყობთ. გასულ კვირას, როცა საქართველოში IRI, NDI და სხვა პრო-დემოკრატიული ორგანიზაციები თავდასხმის ქვეშ აღმოჩნდნენ, IRI “ქართული ოცნების” ახალგაზრდა ლიდერების ტრეინინგს ატარებდა. აი, ამას ვაკეთებდით მაშინ, როცა თავს გვესხმოდნენ.
ერთი რამ, რაც ძალიან მაინტერესებს ისაა, შეგიძლიათ თუ არა დაასახელოთ რამდენიმე გამოჩენილი პოლიტიკოსი როგორც მმართველი გუნდიდან და ასევე სხვა პარტიებიდან, რომლებიც თქვენი პროგრამების კურსდამთავრებულები არიან.
მათ რაოდენობა იმდენად დიდია, რომ გამიჭირდება სახელები ჩამოვთვალო, როგორც “ქართული ოცნებიდან” ასევე სხვა პარტიებიდან. ამით ძალიან ვამაყობთ და ძალიან გვსიამოვნებს ის, რომ საქართველოს პარტნიორი ვართ.
ასევე ნახეთ: ნიქსი - პროპორციულ საარჩევნო სისტემას ქართველების დიდი მხარდაჭერა აქვს
ხედავთ თუ არა გლობალურ ტენდენციებს ამერიკული არასამთავრობო, ამერიკის მთავრობის მიერ დაფინანსებული, არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ?
კი, ვხედავთ. უბრალოდ, ის მიკვირს, რომ ამ კონტექსტში საქართველოზეც ვსაუბრობთ. მსგავსი კამპანიები ძირითადად კრემლიდანაა წამოსული, იმის გამო, რომ პუტინი ვერ ახერხებს დემოკრატიულ მმართველობას. კამპანია, რომელსაც ვხედავთ პროდემოკრატიული ორგანიზაციების წინააღმდეგ, მოდის კრემლიდან, ჩინეთის კომუნისტური პარტიიდან… მაგალითად, ჩინეთის ლიდერებმა, რომლებიც არ არიან არჩეული, ვერ გააანალიზეს ის, რომ ორი მილიონი ადამიანი გამოვიდა მათ წინააღმდეგ ჰონგ-კონგში. როცა მთავრობა ამერიკულ არასამთავრობოებს ესხმის თავს, ეს როგორც წესი რუსეთში ან ჩინეთში ხდება, სადაც არ არსებობს პოლიტიკური თავისუფლება და დემოკრატიული პრაქტიკა. გასაკვირია ის, რომ ეს დემოკრატიაში ხდება.
რამდენადაც მე ვიცი, ბატონი ივანიშვილი ვაშინგტონში არასოდეს ყოფილა. მას ყოველთვის მიესალმებიან ვაშინგტონში და ვფიქრობ, ამერიკელი პოლიტიკოსები ძალიან დაინტერსებული იქნებიან მოისმინონ მისგან, თუ რა ხდება საქართველოში. ჩვენი საქმიანობა ამერიკის საერთაშორისო დახმარების პაკეტის ნაწილია, რომელიც ძალიან გულუხვია და რომელსაც ამერიკის კონგრესი და აღმასრულებელი მთავრობა საქართველოს აძლევს.
ასევე გასაკვირია ის, რომ ბატონმა ივანიშვილმა, რომელმაც ამერიკული არასამთავრობოების მიმართ კრიტიკა საჯაროდ და საკმაოდ მკაცრად გააჟღერა, აღნიშნა, რომ მზადაა ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ მისი უკმაყოფილება ამერიკის ადმინისტრაციას და კონგრესს გაუგზავნოს. როგორ პასუხობთ ამას? როგორც მუქარას, როგორც სერიოზულ საფრთხეს ამერიკული არასამთავრობოების მიმართ საქართველოში, თუ როგორც რაიმე სხვას?
რამდენადაც მე ვიცი, ბატონი ივანიშვილი ვაშინგტონში არასოდეს ყოფილა. მას ყოველთვის მიესალმებიან ვაშინგტონში და ვფიქრობ, ამერიკელი პოლიტიკოსები ძალიან დაინტერსებული იქნებიან მოისმინონ მისგან, თუ რა ხდება საქართველოში. ჩვენი საქმიანობა ამერიკის საერთაშორისო დახმარების პაკეტის ნაწილია, რომელიც ძალიან გულუხვია და რომელსაც ამერიკის კონგრესი და აღმასრულებელი მთავრობა საქართველოს აძლევს. ვფიქრობ, ამერიკელი კანონმდებლები და პოლიტიკოსები მიესალმებიან მასთან შეხვედრას იმისთვის, რომ მოისმინონ, თუ რა საქმიანობას აწარმოებენ საქართველოში IRI და სხვა მსგავსი ორგანიზაციები. ამერიკის საელჩო ძალიან დიდ მხარდაჭერას იჩენს ჩვენს მიმართ და ამასთან, ის ადამიანები, რომლებიც ამ საკითხებს ყურადღებას აქცევენ ვაშინგტონში, ძალიან არიან გაკვირვებული ამით, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ამერიკამ ამხელა მხარდაჭერა გამოიჩინა საქართველოს მიმართ წლების განმავლობაში. მათ ძალიან უკვირთ ის, რომ დღეს ამ თემაზე ვსაუბრობთ. ჩვენ სიამოვნებით ვისაუბრებთ იმ საქმიანობაზე, რომელიც დღემდე გავწიეთ იმისთვის, რომ საქართველო ძლიერ და დემოკრატიულ მოკავშირედ ჩამოყალიბებულიყო.
თქვენ ისაუბრეთ იმაზე, თუ რა არის თქვენი მისია საქართველოში დემოკრატიის გასაღრმავებლად და ამერიკისთვის საქართველოს უფრო ახლო მოკავშირედ ჩამოსაყალიბებლად. ამ პროცესში, ეუბნებით თუ არა მთავრობას, რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ამერიკის მთავრობისთვის უფრო სანდო მოკავშირე იყოს?
არა. როცა საქართველოზე ვსაუბრობთ, ვლაპარაკობთ დემოკრატიულ მოკავშირეზე. ბევრი სხვა ქვეყანა, სადაც ვმუშაობთ, დემოკრატიული მოკავშირე არ არის. საქმე, რომელსაც ამ ქვეყნებში ვაკეთებთ, იმისკენაა მიმართული, რომ ამ ქვეყნებმა საკუთარი არჩევანი გააკეთონ დემოკრატიული ინსტიტუტების გამყარების მხრივ, შექმნან უფრო ეფექტური პოლიტიკური პარტიები, ჩართონ მეტი ხმა პოლიტიკაში, ჩართონ უმცირესობები და შექმნან მოქალაქეებზე ორიენტირებული მმართველობა. ჩვენ არ გვაქვს საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი სხვა ქვეყნებში. ასე რომ იყოს, ამდენი წლის განმავლობაში ვერ შევძლებდით ერთსა და იმავე ქვეყანაში მუშაობას. ჩვენი მიზანი დემოკრატიის ხელშეწყობაა.
სანერვიულო იქნება ის, თუ ისეთი ქვეყნისგან, რომელსაც ჩვენ ჯანსაღ დემოკრატიად მივიჩნევთ, მოვისმენთ ისეთ შეხედულებებს, დეზინფორმაციას, როგორც ეს ხშირად გვესმის კრემლისგან. ეს იმის ნიშანი იქნება, რომ შეიძლება ამერიკა ცდებოდა. მაგრამ მე არ მგონია, რომ ვცდებოდით. საქართველოს წინ დიდი მომავალი აქვს და IRI ამაყად იქნება საქართველოს მეგზური ამ გზაზე.
მითხარით თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ.
საქართველოში კონგრესის მიერ გულუხვად დაფინანსებული პროგრამა გვაქს, რომლისთვისაც USAID გვაძლევს სახსრებს. ამ კონკრეტული გრანტის პროგრამა კიდევ 3-4 წელი გაგრძელდება. ჩვენს საქმიანობას არსებული პირობების ფარგლებში და ამერიკის მთავრობასთან და ქართველ პარტნიორებთან გავაგრძელებთ ისე, როგორც დღემდე.
ელოდებით თუ არა საქართველოს მთავრობისგან რაიმე სახის მკაცრ რეაქციას? მაგალითად, შეუძლია თუ არა მთავრობას შეწყვიტოს IRI-ის, ან NDI-ის საქმიანობა საქართველოში, ისე როგორც ეს სხვა რამდენიმე ქვეყანაში ვნახეთ, სადაც მთავრობა კმაყოფილი არ იყო საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით? ელოდებით თუ არა რაიმე სანქციას მთავრობისგან?
არა. საქართველო დემოკრატიაა. ქართველებს სურთ იყვნენ დასავლეთის ნაწილი, ამერიკის ახლო პარტნიორები. ვერ წარმოვიდგენ სიტუაციას, როცა ეს სცენარი შეიძლება განვითარდეს. როცა ისეთი ჯგუფები, როგორიცაა IRI, NDI, NED და სხვა, ზოგიერთ ქვეყანაში მთავრობის მხრიდან განტევების ვაცები ხდებიან როგორც ეს მაგალითად, გასულ კვირას ჩინეთში მოხდა. პეკინი ჰონგ-კონგში მიმდინარე მოვლენებს ჩვენ გვაბრალებს. ჩვენ კი ჰონ-კონგში ოფისიც არ გვაქვს. ეს დეზინფორმაციის კარგი მაგალითია, როცა ავტორიტარული მთავრობები უცხოელებს ადანაშაულებენ საკუთარი მმართველობის პრობლემებში. ვერ წარმოვიდგენ იმას, რომ ეს შეიძლება საქართველოში მოხდეს.
არანაირი ნიშანი არ მაქვს იმის, რომ ეს შეიძლება მოხდეს, ანუ საქართველოში თქვენი საქმიანობის შეწყვეტა. უბრალოდ კითხვა მიჩნდება, რა მოხდება ადმინისტრაციასა თუ კონგრესში. სავარაუდოდ, ადამიანებს გაუჩნდებათ უკმაყოფილება. თუ დღეს საქართველოს მთავრობაში ვინმე ფიქრობს, რომ IRI-ის, NDI-ის, NED-ის ან სხვა ამერიკული ორგანიზაციების საქმიანობა საქართველოში დემოკრატიულ პროცესებს და ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას ხელს უშლის, მათი საქმიანობის შეჩერება ან მათზე სანქციების დაწესება სწორედ ამ შედეგს მოიტანს - დააზიანებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას. თქვენ რას ფიქრობთ?
ეჭვი მაქვს, რომ ადამიანები დაფიქრდებიან იმაზე, თუ რა ხდება ამ ქვეყანაში. იტყვიან, რომ ფიქრობდნენ, რომ ეს დემოკრატია იყო, რომელშიც ორივე ქვეყანამ ინვესტიცია და ძალისხმევა ჩადო და მყარი პარტნიორობა დაამყარა. ადამიანები კაპიტოლიუმზე და აღმასრულებელ მთავრობაში დაფიქრდებიან იმაზე, თუ რატომ ხდება ეს.
რომ შევაჯამოთ ჩვენი საუბარი… დასაწყისში ვისაუბრეთ თქვენი საბჭოს ერთ-ერთი წევრის მიმართ ინტერესთა კონფლიქტის და მიკერძოების ბრალდებაზე. თქვენ აღნიშნეთ, რომ სინამდვილეში, ეს ბრალდება არაა მთავარი ამბავი და სინამდვილეში მთავარი სულ სხვა რამაა. რას ფიქრობთ იმაზე, რომ ეს დავა IRI-სთან დაკავშირებით, საქართველოში, იმ ქვეყანაში ხდება, სადაც სხვადასხვა მთავრობა ამერიკულ ორგანიზაციებს სიამოვნებით მასპინძლობდა ამდენი წლის განმავლობაში?
ვფიქრობ, ეს კარგი კითხვაა ქართველებისთვის. ვფიქრობ, ამერიკაში საქართველოს შესახებ ნარატივი ისაა, რომ ეს არის ყველაზე წარმატებული დემოკრატიული ქვეყანა პოსტ-საბჭოთა სივრცეში. ქართველები, ერთ-ერთი პირველები იყვნენ, ვინც საბჭოთა იმპერიის დაშლაში შეიტანა წვლილი. ამის შემდეგ, მათ ქვეყანა შექმნეს უკიდურესად რთულ პირობებში. 2003 წელს მოახდინეს მშვიდობიანი რევოლუცია მმართველობის შესაცვლელად, მოგვიანებით არჩევნების გზით, ძალაუფლება მშვიდობიანად გადააბარეს ერთი ძალიდან მეორეს. დაამყარეს მჭიდრო პარტნიორობა ამერიკასთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან, დიდ ბრიტანეთთან სხვა ევროპულ ქვეყნებთან. ამერიკელებს სჯერათ იმის, რომ ეს არის საქართველოს ტრაექტორია. სანერვიულო იქნება ის, თუ ისეთი ქვეყნისგან, რომელსაც ჩვენ ჯანსაღ დემოკრატიად მივიჩნევთ, მოვისმენთ ისეთ შეხედულებებს, დეზინფორმაციას, როგორც ეს ხშირად გვესმის კრემლისგან. ეს იმის ნიშანი იქნება, რომ შეიძლება ამერიკა ცდებოდა. მაგრამ მე არ მგონია, რომ ვცდებოდით. საქართველოს წინ დიდი მომავალი აქვს და IRI ამაყად იქნება საქართველოს მეგზური ამ გზაზე.