ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

IRI: გამოკითხულთა უმეტესობა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ემხრობა


საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) დაკვეთითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო დახმარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ჩატარებული კვლევის თანახმად, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას უჭერს მხარს.

გამოკითხვის თანახმად, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე ინფორმაცია მოსახლეობის 68%-ს აქვს. ამ ადამიანთა 78 % აცხადებს, რომ საარჩევნო სისტემის პროპორციულ წარმომადგენლობაზე გადასვლას ემხრობა, 9 % მისი წინააღმდეგია და 13 % პოზიცია არ აქვს.

გამოკითხულთა უმრავლესობა, 58 % აცხადებს, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ქვეყანაში დემოკრატიას გააძლიერებს, 9 % კი მიაჩნია, რომ მას დემოკრატიაზე უარყოფით გავლენა ექნება. გამოკითხულთა 33 % პოზიცია არ აქვს.

ეს პირველი კვლევაა, რომელიც 2019 წლის ივნისის ანტი-საოკუპაციო დემონსტრაციების შემდეგ ჩატარდა. გამოკითხვის თანახმად, წინა კვლევასთან შედარებით, რომელიც 2019 წლის 20 მაისიდან 11 ივნისამდე გაგრძელდა, მმართველი პარტია “ქართული ოცნების” რეიტინგმა 3% დაიკლო, ხოლო ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა 7 % შემცირდა.

კვლევა ამბობს, რომ არც ერთ პარტიას აქვს გამოკვეთილი უპირატესობა მომავალი არჩევნებისთვის.

გამოკითხულთა 80 % ეკონომიკური საკითხები, კერძოდ კი უმუშევრობა, საცხოვრებელი ხარჯები და სიღარიბე მთავარ გამოწვევებად მიაჩნია.

„50 % შეხედულებით, უმუშევრობა, დაბალი ხელფასები, სიღარიბე და ზოგადი ეკონომიკური მდგომარეობა არის წუხილის ძირითადი მიზეზი მათი ოჯახებისთვის. გარდა ამისა, რესპონდენტთა უმრავლესობას (59 %) ეკონომიკური პრობლემები მიაჩნია ყველაზე დიდ წინაღობად, რომლებსაც საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის ხელის შეშლა შეუძლია.“

გამოკითხვის თანახმად, 4%-ით შემცირდა ეკლესიის, როგორც ინსტიტუციის მიმართ საზოგადოების ნდობა. წინა გამოკითხვის თანახმად, ეკლესია სხვა ყველა ინსტიტუტთან შედარებით, 89 % ლიდერობდა. სექტემბერ-ოქტომბერში (მიტროპოლიტ პეტრეს განყენებამდე) ჩატარებული ამ გამოკითხვის თანახმად, ეკლესიამ პირველობა ჯართან დაკარგა. ეკლესიას დადებითად ამჟამად 85 % აფასებს, ჯარს კი 86. შარშანდელთან შედარებით, შეიარაღებულმა ძალებმა 1%-იანი ვარდნა განიცადა, ეს კი ცდომილების ფარგლებშია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG