„არ ვიცეკვოთ მათ დაკრულზე“ - ამ წარწერით უნგრეთში ევროკომისიის პრეზიდენტისა და ჯორჯ სოროსის შვილის ფოტოსურათებით ბანერები გამოჩნდა. როგორც ადგილობრივი მედია ამბობს, ბანერების უკან უნგრეთის მმართველი პარტია დგას.
ურსულა ფონ დერლაიენისა და ალექს სოროსის ფოტოსურათებით ბანერები ევროკავშირის წევრ უნგრეთში დღეს გამოჩნდა და ის პირდაპირ უკავშირდება გაზაფხულზე დაგეგმილ ევროპის საპარლამენტო არჩევნებს.
ასევე ნახეთ: 2 400-ზე მეტი უკრაინელი ბავშვი რუსეთმა იძულებით ბელარუსში გადაასახლაეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა უნგრეთში მსგავსი ბანერები გამოჩნდა, ასე მოხდა 2019 წელსაც, რასაც მაშინაც ბრიუსელის მხრიდან მძიმე რეაქცია მოჰყვა და ევროპარლამენტის მთავარი მემარჯვენე ცენტრისტული ჯგუფი უნგრეთის მმართველ პარტიას დაემუქრა, რომ გარიცხავდა შემადგენლობიდან. მოგვიანებით უნგრეთის მმართველმა პარტიამ თავად დატოვა ცენტრისტული მემარჯვენე პარტია.
ანალიტიკოსთა ნაწილის შეფასებით, უნგრეთი, რომელიც აკრიტიკებს ევროკავშირს და ახლო კავშირებს ინარჩუნებს რუსეთთან, იქნება ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი ევრიპის შემდეგ სამიტზე, რომელიც დეკემბერში გაიმართება.
უნგრეთი ეწინააღმდეგება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიდგომას მეტი დახმარება მიიღოს უკრაინამ და მოხდეს უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაცია.