ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სენატმა დროებითი ბიუჯეტი დაამტკიცა - აშშ-ის მთავრობა მუშაობას აგრძელებს


წარმომადგენელთა პალატის შემდეგ, ამერიკის სენატმა დროებითი ბიუჯეტი დაამტკიცა რაც ნიშნავს, რომ მთავრობის დახურვის რისკი ამ ეტაპზე მოხსნილია. გადაწყვეტილება ამერიკის სენატმა გვიან ღამით სპეციალურ სხდომაზე მიიღო, პროექტს მხარი 87-მა კანონმდებელმა დაუჭირა, 11 წინააღმდეგი იყო. ახლა ჯერი პრეზიდენტზეა, რომელმაც ხელი უნდა მოაწეროს დროებით ბიუჯეტს, რათა ის ძალაში შევიდეს.

დროებითი ბიუჯეტი, რომელიც სენატმა და წარმომადგენელთა პალატამ მიიღო, ამერიკის მთავრობის 19 იანვრის ჩათვლით დაფინანსებას გულისხმობს, ზოგიერთი ფედერალური უწყების ფუნქცია, მათ შორის თავდაცვის ოპერაციები, 2 თებერვლის ჩათვლითაა უზრუნველყოფილი.

ეს დროებითი გადაწყვეტა, დეტალური ხარჯვითი კანონპროექტის შესამუშავებლად, კანონმდებლებს მეტ დროს აძლევს, რათა პარტიებს შორის ამერიკის ძირითად ბიუჯეტზე შეთანხმება მოხდეს. თუ პარტიებს შორის პოზიციები არ დაახლოვდა არ არის გამორიცხული ამერიკის მთავრობა ნაწილობრივ დაიხუროს, რაც ნიშნავს, რომ სამთავრობო უწყებები ნაწილობრივად შეაჩერებენ მუშაობას, ხოლო თანამშრომლები ხელფასს ვერ აიღებენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG