ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„მარში ისრაელისთვის“ - მრავალათასიანი მსვლელობა ვაშინგტონში


ათობით ათასმა დემონსტრანტმა „ჰამასთან“ ომში ისრაელის მხარდასაჭერად და ანტისემიტიზმის დასაგმობად, ამერიკის დედაქალაქში სამშაბათს მსვლელობა მოაწყო. უსაფრთხოების მიზნით, დედაქალაქის ცენტრალური ქუჩების ნაწილი გადაკეტილი იყო.

”ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ვეღარ განგვანადგურებენ”, - თქვა მსვლელობის მონაწილე 57 წლის მარკო აბოუმ, რომელიც წარმოშობით ისრაელიდანაა.

მსვლელობის ორგანიზატორების განცხადებით, მასში დაახლოებით 200 000 ადამიანი მონაწილეობდა. მსვლელობის მონაწილეებმა, "ჰამასის" მიერ დატყვევებული მძევლების გათავისუფლება მოითხოვეს და ანტისემიტიზმის ნიადაგზე ძალადობა დაგმეს.

"ანტისემიტიზმისა და ისლამოფობიის ახალი ტალღა" ამერიკაში
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:44 0:00

საპროტესტო თუ მხარდამჭერი დემონსტრაციების ზრდასთან ერთად, უფლებადამცველი ორგანიზაციების განცხადებით, შეერთებულ შტატებში ასევე იმატა ანტისემიტიზმითა და ისლამოფობიით მოტივირებულმა ძალადობის ინციდენტებმა.

როგორც პროპალესტინელთა, ასევე ისრაელის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები და სახალხო დემონსტრაციები მას შემდეგ დაიწყო, რაც 7 ოქტომბერს, „ჰამასის“ მებრძოლები ისრაელში შეიჭრნენ, 1400 ადამიანი, მეტწილად სამოქალაქო პირები დახოცეს, 200-ზე მეტი კი დაატყვევეს და მძევლად ღაზის სექტორში წაიყვანეს. საპასუხოდ, ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა, - სექტორი ალყაში მოაქცია. საჰაერო დარტყმებთან ერთად კი, ახლა სახმელეთო ოპერაციებს ატარებს. პალესტინელთა წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „ჰამასის“ წინააღმდეგ ისრაელის ამ ომს, ამ დრომდე, 11 000 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან დაახლოებით 40% კი ბავშვია.

ათობით სახელმწიფოს, მათ შორის, 1997 წლიდან შეერთებულ შტატებს, „ჰამასი“ ტერორისტულ ორგანიზაციად აქვს გამოცხადებული.

XS
SM
MD
LG