ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ღაზაში, ალ-შიფას საავადმყოფოში ჩარჩენილი ადამიანები ცხედრების დაკრძალვას გეგმავენ


ღაზაში, ალ შიფას საავადმყოფოში ჩარჩენილი ადამიანები სამშაბათს, ისრაელის თანხმობის გარეშე, ცხედრების დაკრძალვას გეგმავენ, რადგან მათი თქმით, სიტუაცია გაუსაძლისი გახდა. საავადმყოფოდან, ინფორმაცია ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "როიტერს" ორმა წყარომ მიაწოდა.

ქირურგმა აჰმედ ალ მოხალალათიმ და "ჰამასის" მართული ღაზის ჯანდაცვის უწყების სპიკერმა აშრაფ ალ-ქიდრამ სატელეფონო ინტერვიუებში განაცხადეს, რომ საავადმყოფოში100-ზე მეტი ცხედარი დაგროვდა, რამაც მწვავე სანიტარული კრიზისი გამოიწვია.

”ჩვენ დღეს ვგეგმავთ მათ დაკრძალვას მასობრივ საფლავში, ალ შიფას სამედიცინო კომპლექსში. ეს ძალიან საშიში იქნება, რადგან ჩვენ არ გვაქვს რაიმე თავშესაფარი ან დაცვა, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისგან. მაგრამ, სხვა გზა არ გვაქვს, ცხედრებმა ხრწნა დაიწყო“, - თქვა ქიდრამ. გავრცელებული ინფორმაციით, ცხედრების რაოდენობა 100-დან 120-მდეა.

ისრაელის ძალების მიერ ალყაში მოქცეულმა საავადმყოფომ ნორმალურად ფუნქციონირება შეწყვიტა არასაკმარისი ელექტროენერგიის, წყლის მარაგისა და სხვა გადაუდებელი აუცილებელი საშუალებების არ ქონის გამო.

მოხალალათი ამბობს, რომ ცხედრებს უკვე გაუსაძლი სუნი ასდით და ინფექციის საშიშროებას წარმოადგენენ. „დღეს ცოტა წვიმა წამოვიდა... მართლა საშინელება იყო, ფანჯრის გაღებაც კი ვერავინ შეძლო“, - თქვა მან.

ღაზის ჯანდაცვის უწყების სპიკერმა სამშაბათს ასევე განაცხადა, რომ არ არსებობს წინააღმდეგობა ჩვილების ევაკუაციისთვის ალ შიფას საავადმყოფოდან, მაგრამ არ არსებობს ევაკუაციის მექანიზმი. "ჩვენ არ ვართს წინააღმდეგი, რომ ჩვილები გადავიდნენ რომელიმე სხვა საავადმყოფოში, ეგვიპტეში, მდინარე იორდანის დასავლეთ სანაპიროზე, ან თუნდაც საოკუპაციო საავადმყოფოებში. ჩვენ ყველაზე მეტად ვზრუნავთ ამ ჩვილების კეთილდღეობაზე და სიცოცხლეზე", - თქვა აშრაფ ალ-ქიდრამ საავადმყოფოდან ტელეფონით საუბრის დროს.

XS
SM
MD
LG