ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

2 400-ზე მეტი უკრაინელი ბავშვი რუსეთმა იძულებით ბელარუსში გადაასახლა 


ათასობით უკრაინელი ბავშვი ბელარუსის ტერიტორიაზე უკანონოდ იმყოფება. ინფორმაციას ამის შესახებ „იელის“ უნივერსიტეტი ავრცელებს. ახალი კვლევის მიხედვით 2022 წლის თებერვლიდან, მას შემდეგ რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინული ტერიტორიებიდან 2400-ზე მეტი ბავშვი უკანონოდ ბელარუსში გადაიყვანეს.

„იელის“ კვლევა ამბობს, რომ საუბარია 6-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებზე, რომლებიც უკრაინის 17 ქალაქიდან არიან. 2 400 ბავშვიდან 2 000 დბრავას ბავშვთა ცენტრში, მინსკის რაიონშია განთავსებული, 390-ზე ბავშვი კი ბელარუსის სხვადასხვა დაწესებულებებშია განთავსებული.

კიევის ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელი კატერინა რასევკა ამბობს, რომ ბოლო თითქმის ორი წლის განმავლობაში რუსეთმა უკრაინიდან 20 000-ზე მეტი ბავშვის უკანონო დეპორტაცია მოახდინა, ბავშვები უკრაინიდან რუსეთის ტერიტორიაზე გადაიყვანეს და არ აქვთ საშუალება სახლში დაბრუნდნენ ან ოჯახის წევრები მოინახულონ.

უკრაინელი ბავშვების იძულებით დეპორტაციას უკრაინელი პროკურორები საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორი ქვეყნების დახმარებით სწავლობენ. ხდება თითოეული ფაქტის შესწავლა და რეაგირების მოხდენა.

უკრაინიდან ბავშვების დეპორტაციასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერიც გასცა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG