ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯო ბაიდენისა და სი ძინპინის შეხვედრა - შედეგები და მოლოდინები


აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ ოთხშაბათს, ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრისას, „პოზიტიური ნაბიჯები“ გადადგა.

პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ ორ ქვეყანას შორის, სამხედრო კომუნიკაციები აღდგება. ამასთან ერთად იმუშავებენ ხელოვნური ინტელექტის მიერ წარმოქმნილი საფრთხეების შესაფასებლად და ფენტანილთან საბრძოლველად.

თუმცა, მიმომხილველები ამბობენ, რომ შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტ ბაიდენის მიერ გაკეთებულმა კომენტარმა, საერთო საურათი უცვლელი დატოვა.

„ის დიქტატორია იმ გაგებით, რომ ის არის ბიჭი, რომელიც მართავს ქვეყანას, კომუნისტურ ქვეყანას, რომელიც დაფუძნებულია ხელისუფლების სრულიად განსხვავებულ ფორმაზე, ვიდრე ჩვენი“, - განაცხადა პრეზიდენტმა ბაიდენმა, ჟურნალისტებთან საუბრისას.

სან-ფრანცისკოში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა სამხედრო კომუნიკაციის შესაძლო აღდგენასთან, ფენტანილის საკითხთან და ხელოვნურ ინტელექტთან ერთად, ასევე განიხილეს ტაივანისა და ჩინეთში ადამიანის უფლებების საკითხი.

ჩინეთის პრეზიდენტმა, კომენტარი შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა და თქვა, რომ ორი ერი, განუხრელად არის დაკავშირებული.

„ორი დიდი ქვეყნის მიერ, როგორც ჩინეთი და შეერთებული შტატებია, ერთმანეთზე ზურგის შექცევა, არჩევანი არ არის. არარეალურია რომელიმე ერთმა ქვეყანამ, მეორეს რემოდელირება მოახერხოს. კონფლიქტსა და კონფრონტაციას, ორივე მხარისთვის აუტანელი შედეგები აქვს“, - განაცხადა სი ძინპინმა.

შეხვედრის შემდეგ, მხარეებს ერთობლივი განცხადება არ გაუვრცელებიათ.

XS
SM
MD
LG