ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტმა ბაიდენმა და 13 ქვეყნის ლიდერებმა, ინდო-წყნარი ოკეანის ეკონომიკურ ჩარჩოს მოაწერეს ხელი


პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ხუთშაბათს, აზია-წყნარი ოკეანის 14 ქვეყანას შორის დადებულ ახალ ეკონომიკურ შეთანხმებას მიესალმა. პრეზიდენტის თქმით, შეთანხმება, რომელსაც ლიდერებმა ეკონომიკურ სამიტზე ხელი მოაწერეს, ძირითიდად ისეთ საკითხებს ეხება, როგორიცაა მომავალში, ნახევარგამტარების დეფიციტის წინააღმდეგ, მიწოდების ჯაჭვის მდგრადობის გაუმჯობესება. ეს ეკონომიკური შეთანხმება არ არის ფორმალური სავაჭრო შეთანხმება.

14 ლიდერის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალი პაქტის მიზანია, „დაეხმაროს მუშაკთა უფლებებს გავზარდოთ ჩვენი შესაძლებლობები, რათა თავიდან ავიცილოთ და ვუპასუხოთ მიწოდების ჯაჭვის შეფერხებებს, გავაძლიეროთ ჩვენი თანამშრომლობა სუფთა ეკონომიკაზე გადასვლის კუთხით, ვებრძოლოთ კორუფციას და გაუმჯობესდეს საგადასახადო ადმინისტრირების ეფექტიანობა.“

”ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს გასაკეთებელი, მაგრამ მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ”, - განაცხადა პრეზიდენტმა ბაიდენმა. "რეკორდულ დროში ჩვენ მივაღწიეთ კონსენსუსს IPEF-ის სამ საყრდენზე."

ბაიდენმა ასევე გამოაცხადა კაპიტალის მოსაზიდად დამწყებ ბიზნესებთან მუშაობის პროგრამა. ეს ძალისხმევა ეფუძნება აშშ-ის პარტნიორობას, გლობალური ინფრასტრუქტურისა და ინვესტიციებისთვის, რომელიც განიხილება, როგორც აშშ-ის პასუხი, ჩინეთის „სარტყელი და გზის“ ინიციატივაზე.

ორდღიანი სამიტი კალიფორნიის შტატში, სან ფრანცისკოში გაიმართა. სამიტის ფარგლებშ, პირისპირ შეხვედრა გაიმართა პეზიდენტ ბაიდენსა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შორის, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ორ ლიდერს შორის ეს პირველი პირისპირ შეხვედრა იყო.

XS
SM
MD
LG