უკრაინაში რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ კრემლი ამბობს, რომ რუსეთი მზად არის უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ მოსკოვი არ გეგმავს გადახედოს მის მიერვე უკრაინის ოთხი რეგიონის უკანონო ანექსიის გადაწყვეტილებას.
საუბარია დონეცკის, ლუჰანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიის ოლქებზე, რომელთაც რუსული ჯარი სრულად ვერ აკონტროლებს. პუტინის პრეს-სპიკერი დიმიტრი პესკოვი ამბობს, რომ მოსკოვი არასდროს შეცვლის მიღებულ გადაწყვეტილებას.
Your browser doesn’t support HTML5
„არის გარკვეული რეალობა, რომელიც უკვე შიდა ფაქტორი გახდა, ვგულისხმობ ახალ ტერიტორიებს. რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციის იგნორირება არ შეიძლება. რუსეთი ვერასდროს შეძლებს ამ მხრივ კომპრომისზე წავიდეს“, - ამბობს პესკოვი და განმარტავს, რომ მოსკოვი მზად არის მოლაპარაკებებისთვის იმ შემთხვევაში, თუ კიევი ამ მოცემულობას გაიზიარებს.
დემოკრატიული ქვეყნების ლიდერებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა 2022 წლის შემოდგომაზე რუსეთის მიერ უკრაინის ოთხი ტერიტორიის ანექსია უკანონოდ მიიჩნიეს. კიევი ამბობს, რომ ბოლომდე იბრძოლებს ყველა ამ რეგიონის გასათავისუფლებლად. იმ დღეს, როცა მოსკოვში უკრაინის ტერიტორიების უკანონო ანექსიას აღნიშნავდნენ, კიევმა ნატოს გაწევრიანებისთვის ოფიციალურად მიმართა.
ასევე ნახეთ: უკრაინა ნატოში - ზელენსკი განაცხადს აკეთებსპესკოვის დღევანდელი განცხადებისთვის კიევს ამ დრომდე ოფიციალურად არ უპასუხია. თუმცა პრეზიდენტი ზელენსკი ამბობს, რომ რუსულმა ჯარმა უკრაინის ტერიტორიია სრულად უნდა დატოვოს, მათ შორის ყირიმიც, რომლის უკანონო ანექსიაც რუსეთმა 2014 წელს გამოაცხადა.