ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

 ბელარუსში რუსული სამხედრო თვითმფრინავი “საყრდენი“ ააფეთქეს


მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბელარუსში რუსული სამხედრო თვითმფრინავი პარტიზანებმა ააფეთქეს, თუმცა ამ დრომდე მოსკოვი და მინსკი დუმან.

არსებული ინფორმაციით, თვითმფრინავი, რომელსაც ნატო ზედმეტსახელ „საყრდენად“ მოიხსენიებენ, მინსკთან ახლოს ერთ-ერთ აეროდრომზე აფეთქდა.

თავდასხმის შემდეგ დაზიანბულია თვითმფრინავის წინა და ცენტრალური ნაწილები, ასევე სარადარო ანტენა - ამბობს ციხანუსკაიას მრჩეველი.
თავდასხმის შემდეგ დაზიანბულია თვითმფრინავის წინა და ცენტრალური ნაწილები, ასევე სარადარო ანტენა - ამბობს ციხანუსკაიას მრჩეველი.

საუბარია სამხედრო სადაზვერვო თვითმფრინავ „ბერიევ ეი 50-ზე“, რომელსაც შეუძლია ერთდროულად აკონტროლოს 60-მდე სამიზნე და მათი განადგურების ბრძანებაც გასცეს.

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსული თვითმფრინავი მინსკთან ახლოს ბელარუსის ანტისამთავრობო ორგანიზაცია „ბაიპოლმა“ ააფეთქა.

„[შეტევა] დრონებით მოხდა. ოპერაცია ბელარუსების მიერ შესრულდა“ - წერს "ტელეგრამ" არხზე ალიკსანდრ აზაროვი, ბელარუსის ანტისამთავრობო ორგანიზაციის ლიდერი.

აზაროვს ამ დრომდე დამატებითი მტკიცებულება არ გაუვრცელებია. მომხდარის შესახებ „ტვიტერზე“ წერს ბელარუსის ოპოზიციის ლიდერის მრჩეველი ფრანაკ ვიკორკიც. ის ამბობს რომ ოპერაციაში ორი ბელარუსი პარტიზანი მონაწილეობდა, რომელებიც ახლა უსაფრთხო ტერიტორიაზე იმყოფებიან. მისივე თქმით, თავდასხმის შემდეგ დაზიანბულია თვითმფრინავის წინა და ცენტრალური ნაწილები, ასევე სარადარო ანტენა.

”მე ვამაყობ ყველა ბელარუსით, რომელებიც აგრძელებენ წინააღმდეგობას ბელარუსის რუსული ჰიბრიდული ოკუპაციის და უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლის წინააღმდეგ”, - წერს ოპოზიციის ლიდერი სვიატლანა ციხანუსკაია "ტვიტერზე".

ვიკორკმა მოგვიანებით "ტვიტერზე" დაწერა, რომ რუსული თვითმფრინავის აფეთქება დადასტურდა და რომ სულ ორი აფეთქება მოხდა.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG