კომპანია "გუგლის" თანამშრომლები, 2021 წლის ზაფხულამდე, შინიდან მუშაობას განაგრძობენ. კომპანიამ გადაწყვეტილება კოვიდ-19-ის პანდემიის გამო მიიღო და ამის შესახებ, მიმდინარე კვირის დასაწყისში ოფიციალურად განაცხადა.
ამ გადაწყვეტილებით, გუგლი პირველი უმსხვილესი ამერიკული კომპანია ხდება, რომელიც საკუთარ თანამშრომლებს შინიდან წელიწადზე მეტხანს ამუშავებს. კომპანია მსოფლიოს გარეშემო თითქმის 200 ათასიას ადამიანს ქირაობს. მათ შორის, სრულ განაკვეთზე და საკონტრაქტო შეთანხმებით მომუშავე პირებს.
ასევე ნახეთ: კოვიდ-19-ის პანდემია "ერთი დიდი ტალღაა" და არა სეზონური - ჯანმო
აქამდე, კომპანია აცხადებდა, რომ დასაქმებულთა უმეტესი ნაწილი შინიდან მუშაობას 2020 წლის ბოლომდე განაგრძობდა.
"იმისთვის, რომ ჩვენს თანამშრომლებს მომავლის დაგეგმვის საშუალება მივცეთ, ჩვენ მათ ვაძლევთ არჩევანს, 2021 წლის 30 ივნისამდე, შინიდან იმუშაონ. ეს ეხება ჩვენს თანამშრომლებს გლობალურად, მათ, ვისი ოფისში მუშაობაც გარდაუვალი აუცილებლობა არ არის. ვიმედოვნებ, ეს მოგცემთ საშუალებას, დააბალანსოთ თქვენი სამუშაო და ასევე, საკუთარ თავსა და ოჯახის წევრებზე ზრუნვა" - მიმართა გუგლის ხელმძღვანელმა, სანდარ პიჩაიმ თანამშრომლებს.
ასევე ნახეთ: 4 მილიონზე მეტი ინფიცირებული ამერიკაში - ორჯერ მეტი, ვიდრე 6 კვირის წინ
"გუგლის" გადაწყვეტილების შემდეგ, მოსალოდნელია, რომ მსგავს განცხადებებს, სხვა ამერიკული კომპანიების წარმომადგენლებიც გააკეთებენ.