ხუთშაბათს, შეერთებულ შტატებში კორონავირუსით 1 014 ადამიანი გარდაიცვალა. ოთხშაბათს 1 135 იყო, სამშაბათს - 1 141. ბოლო თვეში ინფიცირების და სიკვდილობის მაჩვენებლის ზრდის მიუხედავად, ეს მონაცემები მაინც ჩამორჩება აპრილში დაფიქსირებულ დღიურ პიკს, როცა 24 საათში გარდაცვალების მაჩვენებელი 2000 ადამიანი იყო.
ამ ფონზე, ხუთშაბათის მონაცემებით, ამერიკაში ინფიცირების შემთხვევებმა უკვე 4 მილიონს გადააჭარბა. ბოლო თვენახევრის მანძილზე ინფიცირების რიცხვი გაორმაგებულია. გარდაიცვალა 140 000-ზე მეტი ადამიანი. განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ამერიკის სამხრეთით და და დასავლეთით მდებარე შტატებში.
Facebook Forum