ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ახალი კორონავირუსი არ მოქმედებს, როგორც გრიპი და ის სეზონური არ არის.
"ადამიანები კვლავ ფიქრობენ სეზონებზე. ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს ახალი ვირუსია... და ის სხვაგვარად იქცევა" - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპიკერმა.
მარგარეტ ჰარისმა, ჟენევაში გამართულ ონლაინ კონფერენციაზე, ქვეყნებს სიფრთხილისკენ და ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის, ზომები მიღებისკენ მოუწოდა. კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ვირუსი განსაკუთრებით, მასობრივი შეკრებების დროს ვრცელდება.
ჰარისმა ასევე განმარტა, რომ ვირუსის ტალღებს ვადები არ აქვს. "ეს იქნება ერთი დიდი ტალღა. [კოვიდ-19-ის შემთხვევები] მაღლა აიწევს და შემდეგ ოდნავ დაბლა წამოვა. ყველაზე კარგი ის იქნება, თუ მრუდს გავასწორებთ და გავაკონტროლებთ" - აცხადებს ჯანმოს სპიკერი.
Facebook Forum