გერმანელი კანონმდებლები შეთანხმდნენ, რომ ქვეყანაში დარჩენილი 3 ატომური ელექტროსადგური აპრილის შუა რიცხვებამდე მუშაობას განაგრძობს. თავდაპირველი გეგმის მიხედვით, ისინი 2022 წლის ბოლოს უნდა გამოერთოთ.
გერმანიის პარლამენტის ქვედა პალატამ ამ გადაწყვეტილებას კენჭი უყარა და 357 ხმით 216-ის წინააღმდეგ გადაწყვიტა, რომ გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის მთავრობის მიერ შემუშავებულ ახალ გეგმას მიჰყვება.
ამ გადაწყვეტილებისა და მთავრობის ატომური პროგრამების გეგმაში ცვლილების შეტანა საჭირო გახდა, ვინაიდან გერმანია უკრაინაში რუსეთის ომის პარალელურად, ენერგო კრიზისს ებრძვის.
ასევე ნახეთ: ბრიტანეთმა რუსეთს 18 მილიარდი ფუნტის ღირებულების აქტივები გაუყინარუსულ ნავთობსა და გაზზე დიდწილად დამოკიდებული ქვეყანა ახლა ამ მიმართულებით დამოუკიდებლობის მოპოვებას ცდილობს, თუმცა ზამთრის მოახლოებასთან ერთად, ენერგო კრიზისის საფრთხე სულ უფრო მწვავდება. შესაბამისად, მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ზამთრის უსაფრთხოდ გასატარებლად, ატომური სადგურების მუშაობა და მათგან გამოყოფილი ენერგიის ქვეყნისთვის მოხმარება 2023 წლის აპრილამდე არ უნდა შეწყდეს.
პარლამენტის გადაწყვეტილების მიუხედავად, გერმანიის ეკონომიკის მინისტრი რობერტ ჰაბეკი და გარემოს დამცველები მწვანეთა პარტიიდან ამტკიცებენ, რომ ამ გეგმისთვის მხოლოდ ორი ატომური ელექტროსადგურიც საკმარისი იქნება.
ფინანსთა მინისტრი კრისტიან ლინდნერი "თავისუფალი დემოკრატებიდან", რომელიც ბიზნესზე ორიენტირებული პარტიაა, ამტკიცებს, რომ ქვეყნისთვის აუცილებელია სამივე ატომური ელექტროსადგურის სრულად მუშაობა გაზაფხულამდე გაგრძელდეს.
ასევე ნახეთ: "ჰაუკები", "ჰაიმარსები" - აშშ უკრაინას ახალ დახმარებას უგზავნისგეგმა, რომელიც პარასკევს გერმანიის პარლამენტმა დაამტკიცა, საშუალებას აძლევს ქვეყანას 3 ატომური ელექტროსადგური 2023 წლის აპრილის შუა რიცხვებამდე ამუშაოს, თუმცა ამ თარიღის შემდეგ, სამივე სადგურის რეაქტორების მუშაობა უნდა შეწყდეს.