საარჩევნო უბნები ნიუ იორკში დილის რვა საათზე გაიხსნა, მოსახლეობის გააქტიურებას დღის მეორე ნახევარში ელოდებიან
შეერთებულ შტატებში სამი საარჩევნო უბანია გახსნილი. ერთი, ვაშინგტონში საქართველოს საელჩოს შენობაშია განთავსებული, ხოლო ორი ნიუ იორკში, საქართველოს გენერალური საკონსულოს შენობაში. ამომრჩევლები საკუთარი არჩევანის გასაკეთებლად საარჩევნო უბნებში დილიდან გამოჩნდნენ. რა ვითარებაში მიმდინარეობს არჩევნები ნიუ იორკში, ამის შესახებ ჩვენი კორესპონდენტი თეა თუაშვილი მოგვითხრობს.
27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საქართველოს გენერალურ საკონსულოში საარჩევნო უბნები დილის რვა საათიდან გაიხსნა. ერთ-ერთი პირველი ამომრჩეველი ამერიკაში ქართული გამოცემის, „მამულის“ მთავარი რედაქტორი მანუჩარ კაჭახიძე იყო. დღეს „მამულის“ ათი წლის იუბილე აღინიშნება. საქართველოს მოქალაქეები , რომლთაც აქ ნიუ იორკში დაძაბული სამუშაო გრაფიკი აქვთ, დილას საკუთარ არჩევანს გააკეთებენ, ხოლო შუადღეს მათ სპეციალური ავტობუსებით „მამულის“ ღონისძიებაზე გადაიყვანენ. მანუჩარ კაჭახიძე, რომელიც 10 წელზე მეტია ამერიკაში ცხოვრობს, არჩევნებზე ყოველ წელს მიდის.
მანუჩარ კაჭახიძე: ერთ-ერთი პირველი ამომრჩეველი ვიყავი დილას. ორი საარჩევნო უბანი არის გახსნილი ნიუ იორკში. პირველად როგორც იქნა, დახარისხდა და არეული არ არის სიები, ანუ ასო-ბგერა ა-დან პ-ს ჩათვლით არის ერთი საარჩევნო უბანი და დანარჩენი შემდეგი სხვა უბანზეა რეგისტრირებული. რიგები არ იყო. ერთ-ერთი პირველი მოვედი, ორგანიზებული იყო, ყველას ფორმა ეცვა. განწყობაც ძალიან სასიამოვნო იყო, მხიარული, არანაირი დაძაბულობა, რაც წინა არჩევნებზე აშკარად შეიმჩნეოდა ბევრი სააარჩევნო კომისიის წევრის სახეზე.
ამომრჩეველთა სიები არჩევნებზე მისულ ადამიანებს საარჩევნო უბნებთან დახვდათ გამოკრული. თუმცა , რამდენიმე ამომრჩეველმა იქ საკუთარი გვარი ვერ ამოიკითხა. როგორც საარჩევნო კომისიის წევრები განმარტავენ, ხშირად ამის მიზეზი ის ხდება, რომ ვერ დგინდება ამომრჩევლის ზუსტი მისამართი რადგან, ზოგიერთი ერთდროულად ორ მისამართზე საქართველოს და ამერიკის მისამართზეა რეგისტრირებული. მთლიანობაში წინასაარჩევნო რეგისტრაცია ნიუ იორკში 2965 ამომრჩეველმა გაირა. საკუთარი არჩევანის გაკეთების შემდეგ ამომრჩევლები ამერიკის ხმას გაესაუბრნენ:
ოთარ ძნელაძე: დიდი ხანია საქართველოში არ ვყოფილვარ. უშუალოდ არ ვიცი რა ხდება იქ. რაც შეეხება ბაქრაძეს გადმოცემით ვიცი ჩემი მეგობრისგან მისი მშობლების სისპეტაკე და აღზრდილია არის ძალიან კარგად.
ანნა ბოჭორიშვილი: არცერთი კანდიდატი ჩემთვის მისაღები არ ყოფილა. იმიტომ რომ თავის დროზე ვინც იყო მისაღები ის ავირჩიე, და ის გახლდათ მიხეილ სააკაშვილი თუმცა, სამწუხაროდ ჩემი გადმოსახედით მან ხალხის იმედი ვერ გაამართლა. მხოლოდ ააშენა ბათუმი, დააგო გზები. მაგრამ საქართველოს უმეტესი ნაწილი არის ძალიან გასაცოდავებული, რაც ჩემი თვალით შევნიშნე. არ შეიძლება ქართველი ერი იყოს ნაგვის ყუთებზე გადაფარებული.
ვინაიდან კვირა დასვენების დღეა, საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლების რაოდენობის გაზრდას დღის მეორე ნახევარში ელოდებიან.