ევროკავშირის უმაღლესი დიპლომატი ჯოზეფ ბორელი ამბობს, რომ რუსეთი მოლდოვის წინააღმდეგ ბუნებრივ აირს, როგორც იარაღს ისე იყენებს. მისი აზრით, კრემლი ასე ცდილობს მეზობელი, პატარა ქვეყნის დაშინებას.
„გლობალური თვალსაზრისით გაზის ფასის ზრდა მთელს მსოფლიოში ხდება, მაგრამ მისი როგორც იარაღის გამოყენება არ ხდება, რასაც მოლდოვასთან მიმართებაში ვერ ვიტყვით,“- ამბობს ბორელი და დამატებით დეტალებს აღარ განმარტავს.
მოლდოვა კი რეალური საფრთხის წინაშეა. ზამთარი ახლოვდება და ქვეყანა რუსეთთან გაზის ტარიფზე შეთანხმებას ვერ აღწევს. შეთანხმება, რომელიც კრემლთან იყო დადებული სექტემბერში ამოიწურა, ახლა კი რუსეთი, მოლდოვისგან იგივე რაოდენობის გაზზე ორჯერ მეტ თანხას ითხოვს.
ასევე ნახეთ: შაჰინი - საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ საჭირო დემოკრატიული რეფორმები უნდა გაამყარონკიშინევი გაზპრომის გაორმაგებულ ფასზე უარს აცხადებს, რაც მოლდოვის ზოგიერთი რეგიონისთვის შესაძლოა მძიმე შედეგების მომტანი აღმოჩნდეს.
არსებობს ვარაუდი, რომ რუსეთი გაზის ტარიფით ვაჭრობს და მოლდოვისგან გარკვეულ პოლიტიკურ დათმობებს და ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს. ინფორმაციას კრემლში არ ადასტურებენ. ჟურნალისტებს, ზეწოლის ფაქტების შესახებ ინფორმაცია არც ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა მიაწოდა.
ასევე ნახეთ: "ჩრდილეოთის ნაკადი 2" გაზით ივსება„მოლდოვის შემთხვევაში, პოლიტიკური მახასიათებლები უნდა იქნას გათვალისწინებული. ეს არის ბუნებრივი აირის ფასის მკვეთრი გზა, რომელიც პოლიტიკასთან არის კავშირში. სწორედ ამიტომ, მოლდოვა საჭიროებს ჩვენს მხარდაჭერას,“- ამბობს ბორელი.
ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა დღესვე აღნიშნა, რომ ევროკავშირი მოლდოვას 70 მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტ გრანტს გამოუყოფს, რათა ქვეყანამ ენერგეტიკულ კრიზისთან გამკლავება შეძლოს.
ასევე ნახეთ: უნგრეთი რუსულ გაზს უკრაინის გავლით აღარ მიიღებსპარალელურად, კიშინევი გაზპრომთან მოლაპარაკებებს განაგრძობს. მოლდოვაში იმედს გამოთქვამენ, რომ შეთანხმება მიღწეული იქნება და რუსულ გაზს მოლდოვა „ხელმისაწვდომ“ ფასად მიიღებს.
მოლდოვას ახლა პროდასავლური მთავრობა მართავს, 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ქვეყანა მუდმივად დასავლეთისა და რუსეთის პოლიტიკური გავლენის ცენტრშია მოქცეული.