ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უნგრეთი რუსულ გაზს უკრაინის გავლით აღარ მიიღებს


რუსეთსა და უნგრეთს შორის გაოფრმებული ხელშეკრულებით ირკვევა, რომ უნგრეთი უკრაინის გავლით გაზს აღარ მიიღებს.

რუსულ გაზპრომსა და უნგრეთის მთავრობას შორის ხელშეკრულებას ხელი დღეს მოეწერა, თუმცა მასზე მუშაობა აგვისტოს ბოლოს დაიწყო. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ახალი მარშრუტით უნგრეთი გაზს პირველ ოქტომბრამდე მიიღებს. ხელშეკრულება ძალაში მომდევნო 15 წლის განმავლობაში იქნება.

თუ აქამდე უნგრეთი გაზსს რუსეთიდან უკრაინის გავლით იღებდა, ახლა უკვე გაზპრომი უნგრეთს ავსტრიისა და სერბეთის გავლით მიაწვდის. საუბარია 4,5 მილიარდ კუბურ მეტრ გაზზე, საიდანაც უნგრეთი 3,5 მილიარდ კუბურ მეტრ გაზსს სერბეთის, ხოლო 1 მილიარდ კუბურ მეტრს კი ავსტრიის გავლით მიიღებს.

დადებულ შეთანხმებას უკრაინა პოლიტიკურ გადაწყვეტილებად მიიჩნევს. კიევში აცხადებენ, რომ უნგრეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილება „ეკონომიკურად დაუსაბუთებელია“ და საზიანოა ქვეყნებს შორის ურთიერთობებისთვის.

უკრაინას მალევე უპასუხეს უნგრეთში. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიაროტომ პრესკონფერენციაზე უკრაინა უნგრეთის შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა. სიაროტო ამბობს, რომ კრემლთან დადებული შეთანხმება უნგრეთისთვის ნაკლებად პოლიტიკურია და უფრო ის უფრო მეტად ენერგეტიკული უსაფრთხოების, სუვერენიტეტის და ეკონომიკის საკითხია.

უნგრეთსა და რუსეთს შორის დადებული ახალი შეთანხმების შესახებ ამ დრომდე განცხადება არ გაკეთებულა ევროკავშირსა და ვაშინგტონში.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG