უკრაინისა და შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალები ერთობლივ სამხედრო წვრთნებს მომავალ კვირას დაიწყებენ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს. უკრაინულ-ამერიკულ წვრთნებს წინ უსწრებდა რუსეთსა და ბელარუსს შორის გამართული მასშტაბური სამხედრო სავარჯიშოები, რომლებმაც ბელარუსის მეზობლების შეშფოთება გამოიწვია.
რუსული "ზაპად-2021" საბრძოლო თამაშები ბელარუსის დასავლეთ ფლანგზე გაიმართა, მათ შორის ისეთ ტერიტორიებზე, რომლებიც ევროკავშირის, ნატოს ზოგიერთი ქვეყნისა და უკრაინის საზღვრებთან ახლოს მდებარეობს.
უკრაინის ინფორმაციით, წვრთნებში "სწრაფი ტრაიდენტი 2021", 15 ქვეყნის წარმომადგენელი 6 000 ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას. უკრაინელ ჯარისკაცებთან ერთად მანევრებში შეერთებული შტატებისა და ნატოს ქვეყნები იქნებიან ჩართული.
უკრაინა ნატოსთან მეტ ჩართულობას ალიანსთან დაახლოებით ერთ-ერთ მთავარ მექანიზმად ხედავს. ამასთან კიევს მიაჩნია, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალების გაძლიერება რუსული აგრესიის წინააღმდეგ მდგრადობას შეუწყობს ხელს.
რუსეთის მიერ 2014 წელს აღმოსავლეთ უკრაინაში წარმოებული სამხედრო აგრესიის და ყირიმის ანექსიის შემდეგ, ქვეყანაში 13 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 2 მილიონზე მეტი ადამიანი იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა.
Facebook Forum