ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კიევი პრაღისგან ყირიმის ანექსიასთან დაკავშირებული ეჭვმიტანილის ექსტრადიციას ითხოვს


უკრაინამ ჩეხეთის ხელისუფლებას პრაღაში დაკავებული რუსეთის მოქალაქის, ალექსანდრ ფრანჩეტის კიევისთვის გადაცემა მოსთხოვა. უკრაინული მხარის მიერ ფრანჩეტის დაკავების ორდერია გაცემული და ის საერთაშორისო მასშტაბით იძებნებოდა, სანამ 12 სექტემბერს მას პრაღის საერთაშორისო აეროპორტში დააკავებდნენ. კიევი ადასტურებს, რომ მისი ექსტრადიცია უკვე მოითხოვა.

რუსეთის მოქალაქეს უკრაინა კრემლის მიერ ყირიმის ანექსიის პროცესში ჩართულობაში სდებს ბრალს. "ეს დაკავება უკრაინელი და ჩეხი სამართალდამცავების და შესაბამისი სააგენტოების კოორდინირებული ქმედების შედეგია, რათა ალექსანდრ ფრანჩეტი სასამართლოს წინაშე წარდგეს ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი რამდენიმე დანაშაულის გამო, მათ შორის რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის გამო", - უთხრა "რადიო თავისუფლების" უკრაინულ სამსახურს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.

კრემლს ამ საქმეზე კომენტარი ოფიციალურად ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა ქვეყნის საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქის დაკავების საქმეზე გამოძიების დაწყების ბრძანება გაცემულია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG