ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეკრებების შესახებ კანონის დარღვევის ბრალდებით, მოსკოვში 6000 ადამიანი გაასამართლეს


მოსკოვში, მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში, საჯარო შეკრების შესახებ კანონის დარღვევის გამო, 6000 ადამიანი გაასამართლეს.

რუსეთის უზენაესი სასამართლოს, მოსკოვის სასამართლო დეპარტამენტის მონაცემების მიხედვით, საჯარო შეკრების შესახებ, 6 727 საქმის დაახლოებით 90% ნასამართლეობით დასრულადა, 625 ტექინკური ხარვეზის გამო პოლიციას დაუბრუნდა, მხოლოდ 45 შემდგომი გამოძიების გარეშე დაიხურა. ჯამში, ამ საქმეებზე დაკავებულებზე დაკისრებული ჯარიმების რაოდენობამ 66 მილიონ რუბლს მიაღწია, რაც $900 000 -ზე მეტია.

სააქმეების 21 პროცენტი, ბრალდებულებისთვის თავისუფლების აღკვეთით დასრულდა. 2019 წელს, იგივე კანონის დარღვევისთვის დამნაშავედ ცნობილთა მხოლოდ 4 პროცენტს შეუფარდეს პატიმრობა.

აღძრული საქმეების უმრავლესობა, პატიმრობაში მყოფი ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ საპროტესტრო შეკრებებთანაა დაკავშირებული.

მხოლოდ 23 და 31 იანვარს გამართულ აქციებზე, სამართალდამცავებმა ნავალნის 10 000-ზე მეტი მხარდამჭერი დააკავეს.

თებერვალში, მოსკოვის სასამართლომ დაადგინა, რომ გერმანიაში მკურნალობის დროს, ნავალნიმ პირობითი პატიმრობის პირობები დაარღვია. ამან რუსეთში კიდევ უფრო მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია.

Facebook Forum

პოპულარული

XS
SM
MD
LG