ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ რუსეთის მიერ ყირიმელი თათრების დაკავებას გმბობს


შეერთებული შტატები გმობს რუსეთის მიერ ყირიმელი თათრების ლიდერებისა და ეთინიკური ჯგუფის სხვა წარმომადგენლების დაკავებას.

სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ რუსულმა საოკუპაციო ძალებმა შაბათს დააკავეს ყირიმელი თათრების მეჯლისის თავმჯდომარე, ნარიმან ჯელიალოვი. მასთან ერთად ასევე დაკავებულია მინიმუმ 45 ყირიმელი თათარი.

„ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ისინი“ - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. უწყება აცხადებს, რომ ეს არის „მორიგი შემთხვევა პოლიტიკურად მოტივირებული დევნის, დაკავებისა და სადამსჯელო ღონისძიებების ხაზში.“

რუსული საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებდა ინფრომაციას, რომ ჯელიალოვი და კიდევ 4 ყირიმელი თათარი, გაზსადენის დაზიანებასთან კავშირის გამო დააკავეს.

შაბათსვე, მომხდართან დაკავშირებით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განცხადება „ტვიტერზე“ გაავრცელა. დმიტრი კულება წერს, რომ რუსეტმა „ოკუპირებულ რეგიონში ტერორი გააძლიერა.“

Facebook Forum

XS
SM
MD
LG