მოლდოვის პრეზიდენტმა, მარია სანდუმ რუსეთს დნესტრისპირეთიდან სამხედროების გაყვანისკენ მოუწოდა. განცხადება სანდუმ ნიუ-იორკში გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში სიტყვით გამოსვილს დროს გააკეთა.
„მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ჩვენი პოზიცია უცვლელი რჩება და რუსეთმა საკუთარი ჯარი სრულად უნდა გაიყვანოს, დნესტრისპირეთიდან,“- განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა.
რეგიონში ამ დრომდე დაახლოებით 1 400 რუსი სამხედრო რჩება, რეგიონმა 1990 წელს მოლდოვისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა, მაშინ მიზეზად საბჭოთა პერიოდის იარაღის საწყობების დასაცავად. მოლდოვის პრეზიდენტი ამბობს, რომ იარაღის საცავები, რომელიც ჩრდილოეთ დნესტრისპირეთში ინახება რეგიონის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.
დნესტრისპირეთი მოლოდვასთან ომს 1992 წელს აწარმოებდა, კონფლიქტი საბჭოთა არმიის ჩარევითა და შეთანხმებით შეწყდა. მას შემდეგ ეუთოს ეგიდით მოლაპარაკებები უშედეგოდ მიმდინარეობს. პროცესში აქტიურად არის ჩართული ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები.
მარია სანდუ პროდასავლელია და მან მოლდოვის არჩევნებში პრორუსი კანდიდატი დაამარცხა. სანდუმ თანამდებობა 2020 წელს მასობრივი აქციების შემდეგ არჩევნების გზით დაიკავა. სანდუ რუსეთს მოუწოდებს გაიყვანოს საკუთარი ჯარები დნესტრისპირეთიდან და რეგიონში ეუთოს მისიის წარმომადგენლები შევიდნენ, თუმცა კრემლი სანდუს პოზიციას არ იზიარებს. რუსეთში მიაჩნიათ, რომ ეს რეგიონში „სერიოზულ დესტაბილიზაციას“ გამოიწვევს.
Facebook Forum