გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი, იენს შპანი მხარს უჭერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე, ტედროს გებრეიესუსის მეორე ვადით არჩევას. შპანი მოუწოდებს ორგანიზაციის სხვა წევრებს, მხარი დაუჭირონ მოქმედ გენდირექტორს.
„ჩვენ ვიწვევთ პარტნიორ ქვეყნებს, შემოგვიერთდნენ გენერალური დირექტორის თანამდებობაზე, ტედროსის დასახელებაში“ - აცხადებს გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი, ახალი ამბების სააგენტო „როიტერთან“ საუბრისას. ბერლინის ეს განაცხადი მნიშვნელოვანია, რადგან გერმანია ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი ფინანსური მხარდამჭერია.
გასულ კვირას სააგენტო „როიტერისთვის“ ცნობილი გახდა, რომ მოქმედი დირექტორი გეგმავს შემდეგი ვადისთვის იბრძოლოს და საუკუნის უდიდეს ჯანდაცვის კრიზისში, ჯანმოს ხელმძღვანელობა განაგრძოს. ამ ფონზე ცნობილი ხდება, რომ ტედროს გებრეიესუსს, ამ რბოლაში მხარს მისი ქვეყანა, ეთიოპია არ დაუჭერს.
გებრეიესუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას 2017 წლიდან, ებოლას რამდენიმე ეპიდემიის და კოვიდ-19-ის პანდემიის პირობებში ხელმძღვანელობს.
გებრეიესუსს საკუთარი სამომავლო გეგმების შესახებ ჯერ საჯაროდ არ განუცხადებია. ის ამბობს, რომ მდლიანად პანდემიაზეა ფოკუსირებული. „როიტერის“ ოთხი დამოუკიდებელი წყარო კი ამბობს, რომ ის ამ დროისთვის ერთადერთი კანდიდატია.