მოდერნას ვაქცინა "უსაფრთხო და ეფექტურია" - აშშ კიდევ ერთი ვაქცინის დამტკიცებას გეგმავს

"ფაიზერის" შემდეგ "მოდერნა" - ამერიკის შეერთებულ შტატებში დაჩქარებული პროცედურით, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო კიდევ ერთი ვაქცინის დამტკიცება განიხილება.

ცოტა ხნის წინ ამერიკის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ "მოდერნას" ვაქცინაზე ინფორმაცია გამოაქვეყნა. განცხადებაში ნათქვამია, რომ სააგენტოს ანგარიშის მიხედვით, "მოდერნას" მიერ შექმნილი ვაქცინა "უსაფრთხო და ეფექტურია", ამიტომ შესაძლოა, რომ მიმდინარე კვირაში სააგენტომ ვაქცინის საგანგებო გამოყენებას დაუჭიროს მხარს.

ასევე ნახეთ: მოდერნას კანდიდატი ვაქცინის დოკუმენტების ნაწილი ჰაკერებმა მოიპოვეს

ვაქცინის დამტკიცებამდე მის უსაფრთხოებას 22 სპეციალისტისგან შემდგარი სპეციალური საბჭო განიხილავს და დასკვნას სააგენტოს წარუდგენს, რის შემდეგაც სურსათისა და წამლის ადმინისტრაცია გადაწყვეტილებას დაჩქარებულ ვადებში მიიღებს.

ასევე ნახეთ: ბრიტანეთში კოვიდ-19-ის გამომწვევი კორონავირუსის ახალ ვარიანტს იკვლევენ

ამავე წესებით გასულ კვირას სააგენტომ, კომპანია "ფაიზერს" ვაქცინის საგანგებო გავრცელების უფლება მისცა. ვაქცინაციის პროცესი ამერიკის შეერთებულ შტატებში ორშაბათს დაიწყო