ჩინურმა კომპანიამ, მინიმუმ 7,4 მილიონი დოლარის ღირებულების სპილენძი შეიძინა, რომელიც ქვეყანაში რუსეთის მიერ უკრაინაში ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოპოვებული. დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გათვალისწინებით, ეს ქმედება აკრძალულია.
ეს ინფორმაცია სააგენტო "როიტერმა" კომერციულ სავაჭრო მონაცემებზე დაყრდნობით მიიღო, რომელიც მოგვიანებით 2 სხვადასხვა მსგავს მონაცემს შეადარა. დოკუმენტაცია აჩვენებს, რომ 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, რუსეთის მიერ ანექსირებულ რეგიონსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობა შედგა.
ჩინურმა კომპანია "ქუჟუ ნოვამ" მინიმუმ 3,200 ტონა სპილენძი შეიძინა, რაც 7,4 მილიონი დოლარის ღირებულებისაა. სპილენძი კი დებალცევსკის მეტალურგიული საინჟინრო ქარხნიდან 2022 წლის 8 ოქტომბრიდან 2023 წლის 24 მარტამდეა შეძენილი.
ასევე ნახეთ: დანილოვი: ყირიმის დასაბრუნებლად გამოვცდით და გამოვიყენებთ ყველანაირ დაშვებულ იარაღსქარხანა დონეცკის რეგიონში, აღმოსავლეთ უკრაინაში, ლუჰანსკის საზღვართან მდებარეობს. დონეცკი და ლუჰანსკი უკრაინის იმ ოთხ რეგიონს შორისა, რომლებიც პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გასული წლის სექტემბერში რუსეთის შემადგენლობაში გაერთიანებულად გამოაცხადა. უკანონო ანექსიის შესახებ ეს გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტმა გაყალბებული ე.წ რეფერენდუმის საფუძველზე მიიღო, რომელიც არცერთ დემოკრატიულ სახელმწიფოს არ უღიარებია ლეგიტიმურად.
ჩინურ კომპანიაში, ამ თემასთან დაკავშირებით, სააგენტო "როიტერთან" კომენტარი გააკეთეს და თქვეს, რომ არანაირი კავშირი სპილენძის ექსპორტთან ან იმპორტთან არ აქვთ.
მას შემდეგ, კი რაც კომპანიას ჟურნალისტებმა შესაბამისი დოკუმენტაცია წარუდგინეს, "ქუჟუ ნოვაში" განაცხადეს, რომ უჭირდათ დოკუმენტების გარჩევა, ვინაიდან ისინი, არც ხელმოწერილი იყო და არც ბეჭედი ჰქონდა დასმული.
საბაჟო მონაცემების მიხედვით, ჩინეთმა რუსეთიდან ოქტომბერ-თებერვალში სულ 852 მილიონი დოლარის ღირებულების სპილენძი შეიძინა.
ჩინეთს რუსეთთან ვაჭრობაზე არანაირი შეზღუდვა არ დაუწესებია მას შემდეგ, რაც ქვეყანამ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო და ამის საპასუხოდ დასავლური სანქციები დაეკისრა. ამერიკის შეერთებული შტატები ამბობს, რომ შავ სიაში შეიყვანს ყველა კომპანიას, რომელიც სანქციებს არღევს, ან რუსეთს მათგან თავის არიდებაში ეხმარება.