ზაფხულის დასრულების შემდეგ, ევროპა მნიშვნელოვანი პრობლემისა და საფრთხის წინაშეა. აგვისტოს ბოლოდან კოვიდ19-ის შემთხვევებმა სხვადასხვა ქვეყანაში მნიშვნელოვნად იმატა. პანდემიას სეზონური გრიპიც ერთვის თან, რაც ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტების თქმით, რეალური საფრთხეა და საჭიროა სწორი და თანმიმდევრული ნაბიჯები.
"ჩვენ გადამწყვეტ მომენტში ვართ. სავსებით ნათელია, რომ კრიზისი არ დასრულდება,"- აცხადებს ევროკავშირის კომისარი ჯანმრთელობის საკითხებში სტელა კირიაკიდესი. ჯანდაცვის სპეციალისტებმა მოსალოდნელ საფრთხეს მეტსახელად "თვინდემიკიც" კი შეარქვეს (Twin - ტყუპი; Pandemic-პანდემია).
ასევე ნახეთ: მეტროპოლიტენის ოპერამ სეზონი 2021 წლის სექტემბრამდე გააუქმაჟურნალისტებთან საუბრის დროს ევროკომისარმა თქვა, რომ აუცილებელია მოსახლეობის ვირუსულ გრიპზე იმუნიზაცია, რაც შეამცირებს ლეტალობის მაჩვენებელს და ქვეყნებს დამატებით კრიზისს თავიდან ააცილებს. კირიაკიდესი მოუწოდებს მთავრობებს წაახალისონ საკუთარი მოქალაქეები, რათა გაიკეთონ სეზონური გრიპის აცრა. აქვე ევროკომისარი ამბობს, რომ უნდა გაგრძელდეს სოციალური დისტანცირების ნორმების სრული დაცვა.
"ეს შეიძლება იყოს ჩვენი უკანასკნელი შანსი, რომ ხელი შევუშალოთ გასული ზაფხულის განმეორებას,"- ამბობს კირიაკიდესი.
ასევე ნახეთ: 60 000 მოხალისე მონაწილეობს "ჯონსონი და ჯონსონის" ვაქცინის გამოცდაშიის, რომ საფრთხე ძალიან დიდია და ლეტალურობის მაჩვენებელი მზარდი, ამას ბრიტანელი მეცნიერების ჩატარებული კვლევა ადასტურებს. კვლევის შედეგები, რომელიც ამ კვირაში გამოქვეყნდა ამბობს, რომ გარდაცვალების შანსი უფრო დიდია იმ პაციენტებში, რომლებსაც როგორც სეზონური გრიპი, ასევე კოვიდ-19 დაუდასტურდათ და გაცილებით მცირეა იმ შემთხვევებში, როცა მოქალაქეს მხოლოდ კოვიდ19 აქვს.
ევროპაში სეზონური გრიპით 50 მილიონამდე ადამიანი ინფიცირდება, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 15 000-დან 70 000-მდე მერყეობს.
ევროპელი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ ევროპის ქვეყნებში, აგვისტოს შემდეგ კოვიდ19-ით ინფიცირების შემთხვევები მნიშვნელოვნად გაიზარდა და უკვე აჭარბებს მარტის მონაცემებს, როცა პანდემია ევროპულ ქვეყნებში პიკში იყო. სპეციალისტები აქვე ამბობენ, რომ მონაცემების ზრდა შესაძლოა უფრო ხშირ ტესტირებასაც უკავშირდებოდეს.
"პანდემიის დასრულებისგან ძალიან შორს ვართ და ჩვენ არ უნდა შევწყვიტოთ ბრძოლა,"- ამბობს ევროკომისარი კირიაკიდესი.
ასევე ნახეთ: შესაძლოა ვაქცინების შეფასება გახდეს საჭირო - ბავშვების და ზრდასრულების იმუნიტეტის შედარებამ პარადოქსული შედეგები აჩვენაკოვიდ19-ით ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად იზრდება ბრიტანეთში, რის გამოც გაერთიანებულ სამეფოში ახალი რეგულაციები ამოქმედდა. შეზღუდვები ბარებს და რესტორნებს ეხება. ბრიტანეთი მოუწოდებს მოქალაქეებს დაიცვან სოციალური დისტანცირების წესებიც.
ოფიციალური პირები ბრიტანეთში ამბობენ, რომ თუ ვირუსის გავრცელება არ შეჩერდა, ოქტომბრისთვის ქვეყანაში კოვიდ19-ით დღიურად 50 000 ადამიანი დაინფიცირდება. დიდ ბრიტანეთში ახალი კორონავირუსის პანდემიას 41 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, რაც ევროპაში ყველაზე დიდი მაჩვენებელია.
ასევე ნახეთ: 227 ახალი ინფიცირებული და 25-ე გარდაცვლილი - პანდემია საქართველოშირთული ვითარებაა საფრანგეთშიც, მარსელში ხელახლა დაწესებულმა შეზღუდვებმა რიგითი მოქალაქეების და კერძო სექტორში დასაქმებულების პროტესტი გამოიწვია. მკაცრი ზომების დაწესება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც კოვიდ19-ით ინფიცირებულთა მაჩვენებელი მთელი ქვეყნის მასშტაბით, მნიშვნელოვნად გაიზარდა.