ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

227 ახალი ინფიცირებული და 25-ე გარდაცვლილი - პანდემია საქართველოში


23 სექტემბერს, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 25-ე პაციენტი გარდაიცვალა. მედიკოსების ინფორმაციით, 76 წლის მამაკაცს, რთული თანმდევი გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპენტეზია, ექსტრასისტოლუტი არითამია და გულის უკმარისობა ჰქონდა. პაციენტი ბათუმში გარდაიცვალა. მას კოვიდ-19 გარდაცვალებამდე ჩატარებული ტესტით დაუდასტურდა.

მატულობს ლაბორატორიულად დადასტურებული ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა. საქართველოში დღეს კორონავირუსი 227 ადამიანს დაუდასტურდა.

სექტემბრის დასაწყისში, ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა სულ ორი-სამი ათეული იყო. 12 სექტემბრიდან გამოვლენილ შემთხვევათა ყოველდღიური რაოდენობა 100-ს სცდება, ბოლო ორი დღეა კი 200-ს აჭარბებს.

ამის ფონზე, ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა მისაღებად, ამ დროისთვის, 715 საწოლია თავისუფალი. უწყების ინფორმაციით, კოვიდ-19-ით ინფიცირებულების მიერ, საავადმყოფოებში ამ დროისთვის 1 342 საწოლია დაკავებული.

ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 69 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვია 1 643.

ჯამურად, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული 4 140 შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 1643 ადამიანი და გარდაცვლილია 25. კარანტინის რეჟიმში 5 390 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, ხოლო კოვიდ სასტუმროში - 640. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადაყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG