მიანმარში დაკავებულ ამერიკელ ჟურნალისტს დენი ფანსტერს ახალი ბრალი ტერორიზმსა და ამბოხის ორგანიზებაში წაუყენეს. ინფორმაციას ამის შესახებ ჟურნალისტის ადვოკატები ავრცელებენ. უფლებადამცველებმა ორი ახალი ბრალდების შესახებ ინფორმაცია სასამართლო პროცესზე შეიტყვეს.
იანგონგი ყველაზე დიდი ქალაქია მიანმარში, სადაც ამერიკის მოქალაქის სასამართლო პროცესები იმართება. მანამდე დენი ფანსტერი ამავე ქალაქში ახალი ამბების ჟურნალში „Frontier Myanmar”-ში მუშაობდა. ფასტერის დაკავება 24 მაისს აეროპორტში მაშინ მოხდა. როდესაც ის ამერიკის შეერთებულ შტატებში ბრუნდებოდა. ამერიკის მოქალაქე საზღვარზე გააჩერეს და უთხრეს რომ დაკავებული იყო.
ასევე ნახეთ: აშშ-მა 6 ქვეყანაში გენოციდის შესახებ გამოაცხადადენი ფანსტერის აეროპორტში დაკავების მიზეზად სამხედრო ხუნტამ მცდარი ინფორმაციის გავრცელება დაასახელა, მეტიც ფანსტერი დამნაშავედ სცნეს კოლონიალური ეპოქის უკანონო ასოციაციების აქტის დარღვევაში. ამერიკის მოქალაქეს ამ დროისთვის მიანმარში საიმიგრაციო კანონების დარღვევასაც ედავებიან. საერთო ჯამში ჟურნალისტს 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა.
ორი ახალი ბრალის წარდგენის შემდეგ, ჟურნალისტის ადვოკატი, ტან ზავ აუნგი, ამბობს რომ ახალი ბრალი, რომელიც ჟურნალისტს წაუყენეს 30 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. თუ იანგოგის სასამართლო ამერიკელ ჟურნალისტს ორივე ბრალდებაში დამნაშავედ სცნობს მას შესაძლოა პატიმრობაში ყოფნა 40 წელზე მეტ ხანს მოუწიოს.
ამერიკელი ჟურნალისტი დენი ფანსტერი 37 წლისაა და შესაძლოა მან მიანმარის ციხე 77 წლის ასაკში დატოვოს.