ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-მა 6 ქვეყანაში გენოციდის შესახებ გამოაცხადა


შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა, რომ 6 ქვეყანაში გენოციდი და სისასტიკე ხდება. ეს ქვეყნებია მიანმარი (ბირმა), ჩინეთი, ეთიოპია, ერაყი, სირია და სამხრეთ სუდანი. ეს განცხადება იმ ანგარიშის ნაწილია, რომელშიც აღწერილია აშშ-ს მთავრობის ფინანსური, დიპლომატიური და სხვა ღონისძიებები, რომელიც ამის შეჩერების მცდელობისთვის გამოიყენება.

სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა, ორშაბათს “გენოციდის და სისასტიკის თავიდან აცილებაზე ყოველწლიური ანგარიში” გამოაქვეყნა.

იანვარში ბლინკენმა დაადასტურა, რომ ჩინეთი სიჩუანის რეგიონში, უიგურების წინააღმდეგ გენოციდს მიმართავდა და ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაულს სჩადიოდა. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი აგრძელებს ვიზების შეზღუდვას ჩინეთის იმ ოფიციალური პირების მიმართ, რომლებიც მუსლიმი უმცირესობების დაკავებაზე და მათ მიმართ არამართებულ მოპყრობაზე არიან პასუხისმგებელი.

გრეგორი სტენტონმა, “ჯენოსაიდ ვოჩ”-ის დამფუძნებელმა პრეზიდენტმა “ამერიკის ხმას” უთხრა: “გენოციდის ფაქტები აშშ-ს ფედერალური სასამართლოების უნივერსალურ იურისდიქციაში შედის. იმის მიუხედავად, თუ გენოციდის დანაშაული სად მოხდა, დამნაშავეების აშშ-ს ფედერალურ სასამართლოებში გასამართლება შეიძლება, მაგრამ ბრალდებულები ფიზიკურად შეერთებულ შტატებში უნდა იმყოფებოდნენ, რადგან სასამართლოები დაუსწრებლად არავის გასამართლებას არ ახდენენ”.

"1948 წლის გენოციდის კონვენცია” სახელმწიფოებისგან გენოციდის არდაშვებას და მის გამო დასჯას მოითხოვს, თუმცა ეს ვალდებულება სამხედრო ძალის საზღვარგარეთ გამოყენების უფლებას არ შეიცავს.

ჩინეთი, 150 ქვეყანასთან ერთად ამ კონვენციის მონაწილეა, მაგრამ პეკინმა კონვენციის ერთ მუხლში ისეთი პირობა შეიტანა, რომელიც საერთაშორისო სასამართლოში ჩინეთის წინააღმდეგ იურიდიული სარჩელების შეტანას ეფექტურად ბლოკავს.

მიანმარის შემთხვევაში, აშშ-მ ამ ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობას სანქციები დაუწესა და 2021 წლის პუტჩის შემდეგ, სამხედრო თანამშრომლობა შეაჩერა

მარტში, ბლინკენმა ეთიოპიის ტიგრეის რეგიონში ეთნიკური წმენდის ფაქტების შესახებ გამოაცხადა. აშშ ეთიოპიისთვის ზოგიერთ არაჰუმანიტარული სახის დახმარებას ზღუდავს და ამ ქვეყნის წინააღმდეგ, თავდაცვის სფეროში შესყიდვებზე ახალ კონტროლებს აწესებს.

თუმცა გრეგორი სტენტონმა სახელმწიფო დეპარტამენტი გააკრიტიკა და ამბობს, რომ მისმა ადვოკატებმა ბევრ სხვა ქვეყანაში მომხდარი გენოციდის გამოცხადება დაბლოკეს.

“რუანდაში მიმდინარე გენოციდის სამი თვის განმავლობაში, მათ უარი თქვეს ამისთვის გენოციდი ეწოდებინათ. ჯერ კიდევ ბლოკავენ ბირმაში, როჰინგას წინააღმდეგ გენოციდის აღიარებას. ისინი ბლოკავენ ნიგერიაში, ქრისტიანების წინააღმდეგ ჩდენილი გენოციდის აღიარებას”, უთხრა სტენტონმა “ამერიკის ხმას”.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG