რომის პაპი ფრანცისკე ორშაბათს მიანმარში ჩავიდა. ეს არის პაპის მცდელობა, მსოფლიოს ყურადღება როჰინგას ლტოლვილთა კრიზისს მიაპყროს. კათოლიკური ეკლესიის ლიდერი ხუთშაბათს ბანგლადეშშიც ჩავა.
პაპის ვიზიტის დღის წესრიგში უშუალოდ ლტოლვილთა ბანაკის მონახულება არ შედის, თუმცა სავარაუდოა, რომ ის ბანგლადეშის დედაქალაქში როჰინგას ტომის წარმომადგენელთა მცირე ჯგუფს შეხვდება.
გასულ კვირას მიანმარმა და ბანგლადეშმა ხელი მოაწერეს შეთნხმებას, რომლითაც მიანმარიდან ბანგლადეშში გაქცეული ასობით ათასი როჰინგა სახლებს უნდა დაუბრუნდეს. თუმცა კარდინალი პატრიკ დიროზარიო ამბობს, რომ მიუხედავად ამ შეთანხმებისა, მდგომარეობა კვლავ დაძაბული და რთულად მოსაგვარებელია.
Facebook Forum