ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

როჰინგას ტომის დევნილი ბავშვების მდგომარეობა საგანგაშოა


მიანმარსა და ბანგლადეშში როჰინგას ტომის დევნილი ბავშვების მდგომარეობა, გასულ წელთან შედარებით, დაახლოებით ათჯერაა გააუარესებული. ამ ინფორმაციას საერთაშორისო სამაშველო კომიტეტი ავრცელებს.

ჰუმანიტარული სააგენტოს მიერ ჩატარებული უკანასკნელი კვლევის მიხედვით, 6 თვიდან 5 წლამდე ასაკის 40 000 ბავშვს გადაუდებელი დახმარება სჭირდება. ამ ჰუმანიტარული კრიზისის აღმოფხვრას, დაახლოებით, 12 მილიონი ამერიკული დოლარი ესაჭიროება.

ანგარიშის თანახმად, სიცოცხლისთვის აუცილებელი საკვები ნივთიერების ნაკლებობა ამ ბავშვებში 7.5 პროცენტს აღწევს, რაც საერთაშორისო კრიზისის ზღვარს ოთხჯერ აღემატება.

საერთაშორისო სამაშველო კომიტეტის მონაცემებით, უახლოეს მომავალში ბანგლადეშში კიდევ 200 000 დევნილი ჩამოვა, რაც ქვეყანაში დევნილთა რაოდენობას მილიონამდე გაზრდის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG