ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუანდის გენოციდიდან მრავალი წლის შემდეგ ტრაგედიას იხსენებენ


კიგალი, რუანდა, 7 აპრილი, 2014
კიგალი, რუანდა, 7 აპრილი, 2014
7 აპრილს, რუანდა 1994 წლის გენოციდის 20 წლისთავს აღნიშნავს. საზარელი სისხლისღვრის შედეგად 800 000 ადამიანი დაიღუპა.

დღეს, რუანდის დედაქალაქ კიგალიში პრეზიდენტმა პოლ კაგამემ და გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა პატივი მიაგეს ამ თარიღს. მათ მიერ დანთებული ცეცხლი კი ასი დღის განმავლობაში იქნება ანთებული.

1994 წელს კაცობრიობის ისტორიაში ამ ერთერთი ყველაზე სასტიკი ტრაგედიის შედეგად ჰუტუს შეიარაღებულმა პირებმა ტუტსის ტომის ასობით ათასი და ჰუტუს ტომის ზომიერი წევრი გამოასალმეს სიცოცხლეს.

ამერიკის პრეზიდნეტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ყველას უნდა ახსოვდეს მსოფლიოს უმოქმედობა და ადამიანებმა სხვადასხვა სიტუაციებზე უფრო სწრაფად უნდა ისწავლონ რეაგირება.
XS
SM
MD
LG