ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერო მიანმარს როჰინგას თემის გენოციდში ადანაშაულებს


მიანმარი (ყოფილი ბირმა) უარყოფს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გამომძიებელთა ჯგუფის ანგარიშს, რომლის თანახმადაც გასულ წელს როჰინგას მუსლიმი თემის წინააღმდეგ წარმოებული რეპრესიების დროს ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა ხდებოდა.

ფაქტების მოძიების გაეროს მისიამ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ როჰინგას თემის წინააღმდეგ წარმოებული სამხედრო ოპერაციები გენოციდი იყო. ანგარიში გენერალ მინ აუნგ ჰლაინგისა და მიანმარის არმიის ხუთი სამხედრო მეთაურის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს, გენოციდის მოწყობისა, ომის დანაშაულებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამო.

მიანმარის მთავრობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ქვეყნის ადმინისტრაცია არ ეთანხმება გაეროს ანგარიშს და მას არ იღებს, რადგან მთავრობას გაეროს წარმომადგენლებისთვის ქვეყანაში შესვლის უფლება არ მიუცია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG