მაშინ როცა დასავლეთის ქვეყნები ცდილობენ ჩინეთიდან მომდინარე რისკები შეამცირონ, ოფიციალური პეკინი ადასტურებს, რომ უცხოურ ინვესტიციებში დეფიციტია. ოფიციალური კვარტლური მონაცემების მიხედვით კლება ივლისი-სექტემბრის მონაკვეთში დაფიქსირდა. ეს ისტორიული პრეცედენტია, რადგან 1998 წლიდან დღემდე ჩინეთს ამ მიმართულებით დეფიციტი არ ჰქონია.
ანალიტიკოსთა შეფასებით შესაძლოა ეს უკავშირდება დასავლეთის ქვეყნების პოლიტიკას, რაც „რისკებისგან თავის დაღწევას“ გულისხმობს. ანალიტიკოსთა მეორე ნაწილი ამბობს, რომ ინვესტიციების კლება შესაძლოა გარკვეულწილად ჩინეთის საპროცენტო განაკვეთის უარყოფით გავლენასაც უკავშირდებოდეს.
ასევე ნახეთ: "ჩინეთის ტექნო-ავტორიტარიზმის ექსპორტი" - "ჰუავეი" , პოტენციური საფრთხე საქართველოსთვის„კაპიტალის გადინება სავარაუდოდ შენარჩუნდება“ - წერს „გოლმან საქსი“. ამავე პოზიციას იზიარებს ჯილიან ევანს-პრიჩარდი „კაპიტალ ეკონომიქსის“ ჩინეთის მიმართულების ხელმძღვანელი და ამბობს, რომ უჩვეულოდ დიდმა საპროცენტმა განაკვეთმა „აიძულა ფირმები გაეტანათ თავიანთი მოგება ქვეყნიდან“.
პრიჩარდი ფიქრობს, რომ ჩინეთის უნარი მოიზიდოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები დროთა განმავლობაში შემცირდება, რაც გზას გაუხსნის განვითარებად ბაზრებს, რომლებსაც უფრო მეგობრული დამოკიდებულება აქვთ დასავლეთის მიმართ.
მონაცემები აჩვენებს, რომ ოქტომბერში რეკორდულად დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ამერიკულ დოლართან ჩინური იუანით ვაჭრობამ. ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი მოელის, რომ ქვეყნის ცენტრალური ბანკი გააძლიერებს ძალისხმევას, რათა შეინარჩუნოს ეროვნული ვალუტის მდგრადობა.
ოქტომბრის თვის მონაცემებით 1.85 ტრილიონი უანი 254.05 მილიარდი ამერიკული დოლარია. აგვისტოს თვესთან შეადარებით ჩინური ეროვნული ვალუტა 73 პროცენტით გაუფასურდა.
სააგენტო „როიტერსი“ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ჩინეთის სახალხო ბანკმა მსხვილ ბანკებს მოუწოდა შეზღუდონ ვაჭრობა და დაარწმუნონ მომხმარებლები, რომ იუანი დოლარში გადაცვალონ.
ასევე ნახეთ: „ორი დემოკრატია სასტიკი თავდასხმის ქვეშ“ კონგრესში უკრაინისა და ისრაელის დახმარების შესახებ იმსჯელეს„გოლდენ საქსის“ მონაცემებით, სექტემბერში, ჩინეთიდან სავალუტო განდინება მკვეთრად გაიზარდა 75 მილიონ ამერიკულ დოლარამდე, რაც ყველაზე დიდი ყოველთვიური მაჩვენებელია 2016 წლის შემდეგ.