ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი მეინში ტრაგედიის მსხვერპლთა ოჯახებს შეხვდება


შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, პირველ ლედისთან ერთად დღეს მეინის შტატში, ქალაქ ლუისტონში მასობრივი მკვლელობის მსხვერპლთა ოჯახებს შეხვდება.

25 ოქტომბერს, შეიარაღებულმა პირმა კეგლის რესტორანსა და მოედანზე ცეცხლი გახსნა. ინციდენტისას დაიღუპა 18 და დაშავდა 13 ადამიანი.

მკვლელი აღმოჩნდა 40 წლის რობერტ კარდი, რომელიც ამერიკის შეიარაღებული ძალების რეზერვისტი იყო. ინციდენტის შემდეგ მან თავი მოიკლა.

პრეზიდენტი ბაიდენი მეინში მსხვერპლთა ოჯახებს და იმ მაშველებს შეხვდება, რომლებმაც ტრაგედიაზე პირველადი რეაგირება მოახდინეს.

XS
SM
MD
LG