ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უმცროსი დონალდ ტრამპი ნიუ-იორკში თაღლითობის საქმეზე ჩვენებას აძლევს


ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ვაჟი დღეს ნიუ-იორკის სასამართლოში ჩვენების მისაცემად გამოცხადდება. პროცესზე განიხილება მათი ოჯახის მფლობელობაში მყოფი კომპანიის მიმართ წაყენებული თაღლითობის ბრალდება.

პირველი ჩვენება უმცროსმა ტრამპმა ერთი დღით ადრე, 1 ნოემბერს მისცა. ბრალდების მიხედვით, სხვადასხვა მაქინაციების საშუალებით, კომპანიის აქტივების ფინანსური მონაცემები გაზრდილი იყო, კრედიტორების და დაზღვევის წარმომადგენელთა შეცდომაში შეყვანის მიზნით.

ნიუ-იორკის გენერალური პროკურორი ლეტიცია ჯეიმსი ითხოვს მინიმუმ 250 მილიონი დოლარის ანაზღაურებას. ის ასვე ითხოვს, რომ ყოფილ პრეზიდენტს და მის ორ ვაჟს შტატში ბიზნესის წარმართვა სამუდამოდ აეკრძალოს.

უმცროსი ტრამპი ოჯახის ოთხი წევრიდან ერთ-ერთია, რომელიც ნიუ-იორკის სამოქალაქო სასამართლოში მოწმის სახით გამოიძახეს. პროცესი სავარაუდოდ, დააზარალებს კომპანიის რეპუტაციას და ყოფილი პრეზიდენტის უძრავი ქონების იმპერიას. კომპანიამ დონალდ ტრამპს, როგორც ბიზნესმაგნატს, პოლიტიკაში მოსვლამდე, წარმატებული ბიზნესმენის რეპუტაცია შეუქმნა და ეს არჩევნებზე მისი ერთ-ერთი მთავარი პლატფორმა იყო.

თავად ყოფილი პრეზიდენტი სასამართლოში ჩვენების მისაცემად ორშაბათს, 6 ნოემბერს უნდა გამოცხადდეს. ეს მხოლოდ ერთია რამდენიმე სასამართლო პროცესიდან, რომლებიც დონალდ ტრამპის მიმართ წაყენებული ბრალდებების გამო იმართება.

გამოკითხვების მიხედვით, ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე რესპუბლიკელ კანდიდატებში კვლავ ლიდერია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG