დიდი ბრიტანეთის პრემიერი ვაშინგტონში სირიის საკითხებზე მოსალაპარაკებლად ორშაბათს ჩამოდის
შეერთებული შტატების პრეზიდენტის და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის შეხვედრის მთავარი თემა სირიაში სამოქალაქო ომის დასრულება და ქვეყანაში პოლიტიკური გარდაქმნების დაწყების აუცილებლობა იქნება. პარასკევს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან საუბრის შემდეგ, დევიდ კამერონი ორშაბათს ვაშინგტონში ჩამოდის.
ამერიკას რუსეთთან ერთად ჟენევაში საერთაშორისო კონფერენციის მოწყობა სურს, რომელიც შეეცდება პრეზიდენტი ასადი და მასთან დაპირისპირებული მეამბოხეთა ლიდერები მოლაპარაკების ერთ მაგიდასთან დასვან. სირიის მთავრობისგან დადებითი პასუხი ჯერჯერობით არ მიუღიათ.
პრეზიდენტი ობამა და პრემიერი კამერონი ასევე ისაუბრებენ ჩრდილოეთ ირლანდიაში შემდეგ თვეში დაგეგმილ დიდი რვიანის შეხვედრაზე. ისინი ვაჭრობის და ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებსაც შეეხებიან. კამერონის სამდღიანი ვიზიტი ნიუ იორკში გაეროს მოლაპარაკებებში მონაწილეობით დასრულდება.