ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საზეიმო წვეულება თეთრ სახლში


კორესპონდენტთა საზეიმო სადილი თეთრ სახლში ყოველწლიურად იმართება და მასზე ტრადიციულად პრეზიდენტს აშარჟებენ

შაბათს თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის საზეიმო სადილს ძირითადად ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და ჰოლივუდის ვარსკვლავები ესწრებოდნენ. ყოველწლურად მიმდინარე ტრადიციულ წვეულებაზე ასოციაცია ჟურნალისტიკაში წარჩინებულ მოღვაწეებს სასწავლო გრანტებს და ჯილდოებს გადასცემს.

საზეიმო სადილი იმითაც გამოირჩევა, რომ მასზე პოლიტიკოსები და ჟურნალისტები ერთმანეთს აშარჟებენ. როგორც მისი წინამორბედები, პრეზიდენტი ობამაც საკუთარ თავზე ხუმრობდა. სხვა თემებთან ერთად მისი ანეკდოტები პრეზიდენტის არაამერიკულ წარმოშობას, ანტიქრისტესთან ასოცირებას და მეორე ვადით არჩევის შემდეგ მიშელ ობამას თმის ვარცხნილობის შეცვლას უკავშირდებოდა.

„იცით, თუ არა, რომ შელდონ ადელსონმა 100 მილიონი ჩემს საწინააღმდეგო კამპანიაზე დახარჯა? რა ძლიერ არ უნდა მოგწონდე, რომ ამხელა თანხა გაიღო...შელდონს ერჩივნა ჩემთვის შემოეთავაზებინა ეს ფული, რომ კამპანიას ჩამოვცილებულიყავი... ალბათ არ ავიღებდი, მაგრამ დავფიქრდებოდი... მიშელი კი აიღებდა“ - იხუმრა პრეზიდენტმა გასული წლის საარჩევნო კამპანიის შესახებ.
XS
SM
MD
LG