შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ თეთრ სახლში მუსლიმთა წმინდა თვის რამადანის აღსანიშნავად სადილი გამართა.
სტუმრად დაპატიჟებულთა შორის მუსლიმთა ლიდერები და აქტივისტები იყვნენ სხვა კონფესიების წარმომადგენლებთან ერთად.
რამადანის დროს მუსლიმანები მთელი დღის განმავლობაში მარხულობენ, საღამოს მზის ჩასვლის შემდეგ კი იფთარის სახელით ცნობილ სადილს მართავენ.
თეთრ სახლში იფთარის სადილის გამართვა ბილ კლინტონის პრეზიდენტობის დროს დაიწყო. ეს ტრადიცია პრეზიდნეტმა ბუშმა გააგრძელა და ახლა ბარაქ ობამაც იმავე წესებს იცავს.