დღეს შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა გაეროს გენერალურ მდივანს ბან კი მუნს ოვალურ დარბაზში იღებს. თეთრი სახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტი ობამა მოხარულია გაეროს გენერალური მდივნის სტუმრობით. შეხვედრაზე განიხილება სირიაში შექმნილი ვითარება. ვაშინგტონი მადლობას უხდის გაეროს პერსონალს იმ საქმიანობისთვის, რომელიც მოსახლეობის დაცვისკენაა მიმართული. თეთრი სახლის განცხადებით, ეს შეხვედრა შეერთებულ შტატებსა და გაეროს შორის მჭიდრო თანამშრომლობის დემონსტირებაა.
პრეზიდენტი ობამა გაეროს გენერალურ მდივანს მასპინძლობს