დღეს სამხრეთ კორეის პრეზიდენტი ვაშინგტონში კონგრესის წინაშე წარსდგა სიტყვით. ამით შეერთებულ შტატებში პარკ ჟენ ჰეის ვიზიტი დასრულდება. მისი თქმით, პრეზიდენტ ობამას ხედვის განხორციელება, რომელიც ბირთვული იარაღისგან თავისუფალ მსოფლიოს გულისხმობს, კორეის ნეხევარკუნძულიდან უნდა დაიწყოს. მისი თქმით მისი ქვეყანა ვერასდროს შეეგუება ბირთვულ ჩრდილოეთ კორეას. პარკ ჟენ ჰეიმ ამერიკის კონგრესს სეულის და კორეელი ხალხის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. კონგრეში გამოსვლამდე, თეთრ სახლში პრეზიდენტ ობამასთან გამართული შეხვედრის შემდეგ ქალბატონმა პარკმა განაცხადა, რომ ვაშინგტონმა და სეულმა ფხენიანის პროვოკაციები არ უნდა მოითმინონ.
თავის მხრივ პრეზიდენტმა ობამამ დასძინა, რომ შეერთებული შტატები მზად არის დიპლომატიური ურთიერთობისთვის ჩრდილოეთ კორეასთან, თუკი ეს უკანასკნელი გადაწყვეტს მშვიდობიანი მეთოდებით მოქმედებას, თუმცა ჩრდილოეთ კორეის ცუდი ქცევა მოწონებული არ იქნება.
„თუ ფხენიანი ფიქრობდა, რომ ამ მუქარებით შეერთებულ შტატებსა და სამხრეთ კორეას შორის ბზარს გააჩენდა ან რაიმე სახით საერთაშორისო პატივისცემას დაიმსახურებდა, დღეს უკვე ცხადია, რომ ჩრდილოეთ კორეა კიდევ ერთხელ დამარცხდა,“ - განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ.
თავის მხრივ სამხრეთ კორეის ლიდერმა დასძინა:
„დარწმუნებული ვარ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ ჩრდილოეთ კორეის პროვოკაციებთან დაკავშირებით ერთი ხმით უნდა ისაუბროს და ფხენიანს გაუგზავნოს ძლიერი შეტყობინება, რომ ჩრდილოეთ კორეის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევას, თანამეგობრობა ძლიერი სანქციებით უპასუხებს.“