ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ბიტკოინის ფასი ისტორიულ მაქსიმუმზეა. ფასის ზრდას ბოლო თვეების განმავლობაში ინვესტორთა დიდი რაოდენობა განაპირობებს. ათობით კომპანია, მსხვილი ინვესტორი და ბანკები, ბიტკოინის მიმართ დიდ ინტერესს გამოხატავენ ეს კი კრიპტოვალუტას მნიშვნელოვნად პოპულარულს ხდის.
გთავაზობთ მოკლე ჩამონათვალს კომპანიებისას, რომელთა ქმედებებმაც ბიტკოინის ფასის ზრდას ხელი შეუწყვეს.
2020 წლის მაისი - ინვესტიცია ბიტკოინში მილიარდერმა პოლ ტიუდორ ჯონსმა ჩადო.
2020 წლის ივლისში ამერიკის საბანკო რეგულატორი ამბობს, რომ ეროვნულ ბანკებსა და ფედერალურ შემნახველ ასოციაციებს აქვთ საშუალება უზრუნველყონ კრიპტოვალუტის დაცვა.
2020 წლის აგვისტო - მაიკლ სეილორის ხელმძღვანელობით კომპანია "მიკროსტრატეჯი" 21 454 ბიტკოინს ყიდულობს, 250 მილიონ დოლარად.
2020 წლის ოქტომბერში კომპანია "ფეიფალი" მომხმარებელს საშუალებას აძლევს ელექტრონულ საფულეში გამოიყენონ ბიტკოინი და კრიპტოვალუტით ტრანზაქციები ქსელში არსებულ 26 მილიონ სავაჭრო ობიექტში განახორციელონ.
ასევე ნახეთ: ბიტკონებზე მონადირე რუსები აფხაზეთის ელექტროენერგიას იყენებენ, მოსახლეობა კი უშუქოდ რჩება2020 წლის ნოემბერი - მილიარდერი სტენლი დრუკენმილერი და რიკ რაიდერი, რომელიც 2 ტრილიონამდე ფონდს განაგებს, აკეთებენ განცხადებას ბიტკოინზე, რომლის მიხედვითაც ის შესაძლოა ოქროს ალტერნატივა გახდეს.
2021 წლის იანვარი: "ჯეი-პი მორგან ჩეისი" აცხადებს, რომ ბიტკოინის ფასი, უსაფრთხოების შემთხვევაში, შეიძლება 146 000 ამერიკულ დოლარს გაუტოლდეს.
ყოველკვირეული მონაცემებით რეკორდულად იზრდება კრიპტოვალუტის ფასი - 1.3 მილიარდი ამერიკული დოლარით. საერთო ჯამში კი ახალი ინვესტიციები ამ პერიოდში შეადგენს 34.4 მილიარდ დოლარს.
2021 წლის თებერვალი: ავტომწარმოებელი "ტესლა" აცხადებს, რომ კომპანია ბიტკოინში 1.5 მილიარდი ამერიკული დოლარის ინვესტიციას დებს. მალე კი კომპანია გეგმავს, რომ ბიტკოინებით მომხმარებლებმა "ტესლას" ავტომობილები შეიძინონ.
ბიტკოინს დღეისთვის ფლობენ ისეთი ცნობილი კომპანიები, როგორიცაა: 169 წლის ისტორიის მქონე სადაზღვევო კომპანია "მასმიუჩუალ", აქტივების მმართველი "გალაქსი დიჯითალ ჰოლდინგს", "ტვიტერის" უფროსი აღმასრულებელი ოფიცრის ჯეკ დორსის კომპანია "სქუეარ", კანადის პროგრამული კომპანია "სნაპერი", ცნობილი კომპანიები "მარათონი" და "არგო".
ასევე ნახეთ: ელონ მასკის გადაწყეტილების შემდეგ ბიტკოინის ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა2021 წლის თებერვალი: "მასტერკარდი" აცხადებს, რომ გეგმავს კრიპტოვალუტის გადახდების განხორციელების ქსელში ჩართვას.