ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბიტკონებზე მონადირე რუსები აფხაზეთის ელექტროენერგიას იყენებენ, მოსახლეობა კი უშუქოდ რჩება


ოკუპირებულ აფხაზეთში, ქუჩებში დაღვრილი ზეთის კვალი და გენერატორის გაბმული ზუზუნი უკვე ჩვეულებრივ ამბად იქცა. ელექტორნერგიის გამოსამუშავებლად მოსახლეობა დიზელის გენერატორებს იყენებს. მათი ასეთი ხშირი გამოყენების მიზეზი კი დენის მოულოდენლი და ხშირი გათიშვაა.

ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტას თავისი მიზეზი აქვს და მას ბიტკოინი ჰქვია. უფრო კონკრეტულად კი კრიპტოვალუტის ე.წ. "მაინერები", მისი მომპოვებლები. მათი კომპიუტერული სერვერები საქართველოს ოკუპირებული რეგიონის ელექტორნულ რესურსს მთლიანად იყენებენ და ხარბად ხარჯავენ.

„სიმართლე რომ გითხრათ, ომის შემდეგ უფრო ადვილი იყო“, ამბობს სოხუმში მცხოვრები, 67 წლის რიმა ხაშბა.

„გვიწევს მივეჩვიოთ იმ განრიგს, რომელსაც ისინი გვკარნახობენ. ძალიან რთულია, რადგან სულ ასე ხდება: შუქი მოდის და წყალი მიდის; წყალი მოდის და შუქი მიდის. ან ინტერნეტი ითიშება. სარეცხ მანქანასაც კი ვერ ვრთავთ“, ამბობს ქალი „რადიო თავისუფლებასთან“ საუბრის დროს.

2008 წლიდან მოყოლებული აფხაზეთი სრულადაა იზოლირებული და დანარჩენ სამყაროს მოწყვეტილი. მისი ეკონომიკა უმეტესწილად რუსეთზეა დამოკიდებული და რუსეთიდან ჩასული ტურისტებით გადის ფონს.

თუმცა, 2016 წლიდან, აფხაზეთი მიმზიდველი გახდა კრიპტოვალუტის მზარდი ინდუსტრიისთვის. მეწარმეები, ძირითადად კი რუსები, ცდილობენ თავიანთი ე.წ. სერვერების ფერმები სწორედ აფხაზეთში გადაიტანონ. კრიპტოვალუტის გამომმუშავებლებისთვის აუცილებელია ელექტროენერგია იმისთვის, რომ მძლავრი კომპიუტერები ამუშაონ. აფხაზეთი კი მათთვის სახარბიელო ადგილია. იქ უძრავი ქონება იაფია, ელექტროენერგიაზე კი ძალიან დაბალი ტარიფებია დაწესებული. ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებას მსუბუქი რეგულაციები აქვს დაწესებული, რაც კიდევ ერთი დიდი სარგებელია „მაინერებისთვის“.

ამ ყველაფერთან ერთად, კრიპტოვალუტის ღირებულება მკვეთრად იზრდება. ერთი ბიტკოინი ახლა, დაახლოებით, $19 000 ღირს. მეორე ადგილზე კრიპტოვალუტა, რომელსაც ეთერეუმი ჰქვია და მისი ერთი ერთეული ღირებულება, დაახლოებით, $600-ს შეადგენს. ფასების ასეთი ზრდა, თავისთავად, „მაინერებისთვის“ მეტის გამომუშავების სურვილს აჩენს, ამ სურვილის ასასრულებლად კი მათ სულ უფრო მეტი ელექტროენერგია სჭირდებათ.

ელექტროენერეგიის გაუკონტორლებელი მოხმარება

ოკუპირებული აფხაზეთის მთავარი ენერგომომმარაგებელი სამხრეთ კავკასიაში ყველაზე დიდი ჰესი - ენგურჰესია. ენგრუჰესი ელექტროენერეგიას აწვდის, როგორც საქართველოს დანარჩენ ნაწილს, ისე მთლიანად ოკუპირებულ აფხაზეთს. „რადიო თავისუფლების“ მონაცემებით, ენგურჰესის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის 60% საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, 40% კი ოკუპირებულ აფხაზეთზე ნაწილდება.

თუმცა, ოკუპირებული აფხაზეთის ენერგომოთხოვნები 1990-იანები წლების შემდეგ მკვეთრად გაიზარდა. ბოლო მონაცემების მიხედვით, აფხაზეთი ახლა ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ენერგიის 48% მოიხმარს. გაზრდილი მოთხოვნა სწორედ კრიპტოვალუტის „მაინერების“ დაინტერესებითაა გამოწვეული.

„2016 წლის შემდეგ, კრიპტოვალუტის მაინერების აქტივობა სულ უფრო ქაოტურად ვითარდება რესპუბლიკაში. იურიდიული რეგულაციების ნაკლებობამ მიგვიყვანა ელექტროენერგიის უკონტროლო მოხმარებამდე“, განაცხადა კრისტინა ოზგანმა, ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო მთავრობის ე.წ. ეკონომიკის მინისტრმა, 2020 წლის 18 ნოემბერს.

თუმცა, არსებულ პრობლემებს კიდევ ორი გარემოება ემატება. თებერვალში ენგურჰესი აუცილებლი სარემონტო სამუშაოებისთვის უნდა დაიკეტოს, რაც დიდი ალბათობით, კიდევ უფრო ხშირად დატოვებს ხოლმე ოკუპირებული ანკლავის მოსახლეობას უშუქოდ.

გარდა ამისა, ელექტროენერგიის დეფიციტის გამო, ოკუპირებული აფხაზეთი იძულებულია დენი რუსეთისგან იყიდოს, რაც მოსახლეობისთვის გადასახდებს გაზრდის და მათ ელექტროენერგიაში 3-4 ჯერ უფრო ძვირის გადახდა მოუწევთ.

„კრიპტო ფერმები“

ამ დროისთვის, აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლება ინფორმაციას ფლობს 150 „კრიპტო-ფერმის“ შესახებ. ეს არის საწყობები, ან შენობები, სადაც უამრავი კომპიუტერი დგას. კომპიუტერებს კი უწყვეტი ენერგიის წყარო სჭირდება.

„მაინერები“ ჯამში ყოველთვიურად 40 მილიონ კილოვატ-საათ ელექტროენერგიას მოიხმარენ. თუმცა, ზოგიერთი ინჟინრის გამოთვლით, შესაძლოა ეს მონაცემები 120 მილიონ კილოვატ-საათსაც უდრიდეს.

არსებული ინფორმაციით, ინვესტორების უმეტესობა რუსია, ვინაიდან მათ ქვეყანაში ახალი, მკაცრი რეგულაციები შემოიღეს, რუსებს ბიზნესის გადატანა ოკუპირებულ აფხაზეთში ურჩევნიათ.

ანკლავის დეფაქტო ხელისუფლებამ სცადა ახალი წესები და აკრძალვები შემოეღო „მაინერების“ წინააღმდეგ. 2018 წელს, ოფიციალურად აიკრძალა კრიპტოვალუტის მაინინგი, თუმცა ე.წ. კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების გამო, ინვესტორები კვლავ ახერხებდნენ საქმიანობის გაგრძელებას. 2020 წელს კი, მას შემდეგ, რაც აფხაზეთის დეფაქტო მთავრობის ცვლილება მოხდება, მაინინგი, ისევ ოფიციალურ დონეზე დასაშვები გახდა.

”ელექტროენერგიის ქსელის გადატვირთვა, რომელიც უკვე სავალალო მდგომარეობაშია, იწვევს ხშირ ავარიებს, ეს კი ანადგურებს ტრანსფორმატორებსა და ქვესადგურებს“, ნათქვამმია აფხაზეთის ოპოზიციური გაერთიანების განცხადებაში, რომელიც მიმდინარე თვეს გამოაქვეყნეს. „წვრილი ტექნიკა სახლებში იწვის უცაბედი, ან მაღალი ვოლტის შუქის მოსვლის დროს. პრობლემასთან ასეთი არაორგანიზებული მიდგომის გამო ყველაფერი გაუარესდება“.

„სრულიად ნათელია, რომ აქ გვჭირდება უმკაცრესი ზომების მიღება. მთელი მსოფლიო უნდა გაერთიანდეს, რათა მკაცრად აიკრძალოს ეს საქმიანობა, სანამ ჩვენ ჩვენს ელექტროენერგიის ქსელს წესრიგში არ მოვიყვანთ“, ამბობს ალექსეი ლომია, სოხუმელი ადვოკატი. მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა ვინ საქმიანობს ლეგალურად და ვინ არალეგალურად, საჭიროა ყველა ასეთი საქმიანობის აკრძალვა, რადგან როგორც ლომია ამბობს „ჩვენ [ოკუპირებული აფხაზეთი] ამას ვეღარ გავუძლებთ“.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG