ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოში კოვიდ-19-ით კიდევ 28 ადამიანი გარდაიცვალა


ბოლო 24 საათში, საქართველოში კოვიდ-19-ის გამო გარდაიცვალა ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 28 პაციენტი. ერთი დღე-ღამის განმავლობაში, ინფიცირებულებს შორის 791 ახლად დადასტურებული შემთხვევა აღირიცხა. განიკურნა 2 413 ადამიანი.

დღეისთვის, საქართველოში გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 335-ს აღწევს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ინფიცირებულთა აღრიცხულმა რაოდენობამ 40 727 შეადგინა. სულ, გამოჯანმრთელდა 25 104 ადამიანი.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მეთაურის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ახალი კორონავურისით ინფიცირებულ პაციენტებს შორის, ბოლო 24 საათში ყველაზე მეტი თბილისში გარდაიცვალა. დედაქალაქში 10 ადამიანია გარდაცვლილი; აჭარაში და იმერეთში- 7-7; შიდა ქართლში - 2; ქვემო ქართლში - 1 და სამეგრელო-ზემო სვანეთშიც ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG