ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შესაძლოა ვაქცინის გამოჩენამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ზომების საჭიროება არ დაასრულოს


ექსპერტები ამბობენ, რომ მომავალში “კოვიდ-19”-ის პირველი ვაქცინის გამოჩენა არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს პირბადეების გადაგდება შეეძლებათ. სახის დაფარვა, სოციალური დისტანცირება და ხელის გულმოდგინედ დაბანა გარკვეული დროის განმავლობაში ისევ საჭირო იქნება. ის, თუ რამდენი ხნის განმავლობაში, დამოკიდებული იქნება ისეთ ფაქტორებზე, თუ ვაქცინები რამდენად კარგია და დაცვა რამდენ ხანს გრძელდება - ეს ისეთი კითხვებია, რომელზეც პირველი დოზები პასუხს ვერ გასცემს.

ახალბედების საყურადღებოდ, შესაძლოა ვაქცინა 100 პროცენტით ეფექტური არ იყოს.

ვანდერბილტის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ინფექციური დაავადებების პროფესორმა უილიამ შაფნერმა თქვა: “სავარაუდოდ, ეს ვაქცინა ჯავშანივით არ იქნება.”

covid
covid

მაგალითად, ბოლო წლების განმავლობაში, სეზონური გრიპის ვაქცინების ეფექტურობა უკეთეს შემთხვევაში 60 პროცენტიდან, უარეს შემთხვევაში 10 პროცენტამდე მერყეობდა.

შეერთებული შტატების საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაციამ “კოვიდ-19” ვაქცინის ეფექტურობის თამასად 50 პროცენტი განსაზღვრა.

ნაწილობრივად ეფექტურ ვაქცინას შეეძლება ისეთი მაღალი რისკის ჯგუფების დახმარება, როგორიცაა წინა ხაზზე მომუშავე მედიკოსები ან ისინი, ვისაც ჯანმრთელობის არსებული პრობლემები აქვს, მაგრამ შესაძლოა საზოგადოების ძირითადი მასისთვის შესაფერისი არ იყოს, თქვა შეერთებული შტატების საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა მკვლევარმა, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის ინფექციური დაავადებების პროფესორმა ჯესი გუდმენმა.

გუდმენმა თქვა: “რა თქმა უნდა, ის ვაქცინა არაა, რომლითაც იდეალურად 300 მილიონი ადამიანის იმუნიზაციას მოახდენთ. ყველას იმუნიზაციაც რომ მოხდეს, მოსახლეობაში ალბათ საკმარისი იმუნიტეტი არ იქნება, რომ ვირუსის გავრცელება შეჩერდეს”.

აცრილი, მაგრამ ინფექციის მატარებელი

ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ ამის დადებითი მხარე ისაა, რომ არც თუ უნაკლო ვაქცინასაც კი შეუძლია დახმარების გაწევა, თუ ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანებს ნაკლებად მძიმე ავადმყოფობა ექნებათ და საავადმყოფოში არ იქნებიან. ადამიანები, რომლებიც გრიპზე აცრას იკეთებენ, ვაქცინის ნაკლებად ეფექტურობის შემთხვევაშიც კი აუცრელ ადამიანებთან შედარებით მსუბუქი ფორმით ავადდებიან.

მეორეს მხრივ, “არის რისკი, რომ ინფექციის უნებლიე გავრცელება აცრილ ადამიანებსაც შეუძლიათ,” თქვა გუდმენმა.

ზოგიერთი ექსპერტი ამას “ყველაზე უარეს სცენარს” უწოდებს, როდესაც ვაქცინა საკმარისად კარგად მოქმედებს, რომ პაციენტი ავადმყოფობისგან დაიცვას, მაგრამ არც თუ ისე კარგად მოქმედებს იმისთვის, რომ მათ ვირუსის გავრცელება შეაწყვეტინოს.

ვაქცინას შეეძლება შექმნას იმუნური პასუხი, რომელიც ვირუსს სრულად არ ბლოკავს, მაგრამ საკმარისად ავიწროებს იმისთვის, რომ პაციენტს სიმპტომები არ განუვითარდეს.

თუმცა არასიმპტომურ პაციენტებს შეუძლიათ ინფექციურები იყვნენ. ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც კორონავირუსის მიერ გამოწვეული “კოვიდ-19” დაავადების კონტროლს ასე ართულებს.

ამასთან ერთად, შესაძლოა ვაქცინამ ყველა თანაბრად არ დაიცვას.

შესაძლოა იყოს “დიდი, დიდი განსხვავება” იმაში, თუ ბავშვებს, მოზარდებს, ზრდასრულ ადამიანებს და ხანდაზმულებს ვაქცინაზე როგორი რეაქცია ექნებათ, თქვა პიტსბურგის უნივერსიტეტის ვაქცინების კვლევის ცენტრის დირექტორმა პოლ დუპრემ. მაგალითად ინფლუენზას ვაქცინას ახასიათებს ის, რომ ხანდაზმულებში კარგად არ მუშაობს.

ჯანმრთელობის ზოგიერთი არსებული პრობლემის მქონე ადამიანებს შესაძლოა უკეთესი ან უარესი რაქცია ჰქონდეთ. ამასთან ერთად, შესაძლოა სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს შორისაც განსხვავებული რეაქცია იყოს. დუპრემ თქვა: “ბიოლოგია არ არის შავი და თეთრი, ბიოლოგია სუპერ ნაცრისფერი რამაა.”

ვაქცინაზე თავის შეკავება

პირბადეებს როდის მოვიხსნით, იმაზეცაა დამოკიდებული, თუ რამდენი ადამიანი აიცრება.

მიზანი ისაა, რომ მოხდეს ადამიანების იმისთვის საკმარისი რაოდენობის აცრა, რომელიც ვირუსს ინფიცირებისთვის ახალი ადამიანების მოძებნას გაურთულებს, ეს წერტილი “ჯოგური იმუნიტეტის” სახელითაა ცნობილი.

თუმცა გამოკითხვები აჩვენებს, რომ ვაქცინის გამოჩენისთანავე აცრის მსურველი ადამიანების რიცხვი სულ უფრო კლებულობს.

ერთი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა თითქმის ნახევარმა თქვა, რომ არ აიცრებოდა.

“შესაძლოა ჩვენ იმ წერტილში ვართ, სადაც სინამდვილეში “ჯოგური იმუნიტეტის” მიღება არ შეგვიძლია”, თქვა კოლორადოს უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების პროფესორმა დენიელ ლერემორმა, რომელიც დაავადების გადაცემის მოდელირებას აკეთებს. “ამ შემთხვევაში, მოგვიწევს სხვა ზომების გამოყენების გაგრძელება”, როგორიცაა პირბადეები და სოციალური დისტანცირება.

როდესაც ვაქცინები ხელმისაწვდომი გახდება, შესაძლოა მაინც გონივრული იყოს პირბადეებზე უარი არ ვთქვათ. მეცნიერებს არ ეცოდინებათ, თუ ახალი ვაქცინები დაცვას რამდენი ხნის განმავლობაში უზრუნველყოფს.

“თუ ვაქცინის გამოცდები ექვსი თვის განმავლობაში გაგრძელდება, სინამდვილეში არ გვეცოდინება იმუნიტეტი სამი, ხუთი ან 10 წლის განმავლობაში თუ დარჩება,” თქვა ლერემორმა.

მეცნიერებმა არც ის იციან, თუ ამ ვირუსით ბუნებრივი ინფიცირების შემდეგ, ორგანიზმის დაცვითი ფუნქცია აქტიურ მდგომარეობაში რამდენი ხნის განმავლობაში რჩება.

“კოვიდ-19”კორონავირუსის მონათესავე ვირუსები ჩვეულებრივ გაციებას იწვევენ. ეს ვირუსები იწვევენ იმუნურ რეაქციას, რომელიც რამდენიმე თვიდან რამდენიმე წლამდე დროის შემდეგ ქრება.

“შესაძლოა დაასკვნათ, რომ თუ ვირუსი ხანგრძლივ იმუნურ რეაქციას არ იძლევა, მაშინ პოტენციურად ვაქცინა ხანგრძლივ იმუნურ რეაქციებს არ მოგცემთ,” თქვა დუპრემ.

უნდა მოელოდეთ, რომ 2021 წლის მეტ ნაწილს პირბადით გაატარებთ, სანამ ვაქცინები გამოჩნდება და მეცნიერები მათ შესახებ მეტს გაიგებენ.

ამ შემთხვევაშიც კი, შესაძლოა ვირუსი სრულად არ გაქრეს. შესაძლოა “კოვიდ-19” საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუდმივ საფრთხედ დარჩეს.

“ვფიქრობ, ფსონის დადებას რომ აპირებდეთ, იტყოდით - ალბათ ის სრულად არ გაქრება”, თქვა გუდმენმა. “მაგრამ ბუნებაში უცნაურობები ხდება.”

Facebook Forum

XS
SM
MD
LG