კომპანია "თესლამ" ბიტკოინში 1,5 მილიარდის ინვესტიცია განახორციელა, რამაც კრიპტოვალუტის ფასი მომენტალურად 10%-ით გაზარდა. გადაწყვეტილება მილიარდერმა ელონ მასკმა მიიღო. ის ორი კვირით ადრე კომპანიებს მოუწოდებდა, რომ მათაც ჩაედოთ ინვესტიცია ბიტკოინში.
ელონ მასკის კომპანია "თესლა" დღეს გავრცელებულ განცხადებაში განმარტავს, რომ უახლოეს პერიოდში "თესლას" ავტომობილების შეძენა ბიტკოინითაც იქნება შესაძლებელი.
ელონ მასკის მიღებული გადაწყვეტილება უპრეცედენტოა, რამაც ექსპერტების შეფასებით, შესაძლოა, დიდი გავლენა მოახდინოს ბიტკოინზე და ზოგად კრიტპოვალუტების მომავალზე.
სავაჭრო ბაზარზე მხოლოდ რამდენიმე საათში ბიტკოინმა რეკორდული ზრდა დააფიქსირა. "როიტერის" მონაცემებით, კრიპტოვალუტის ფასმა 44 000 დოლარი შეადგინა.
"თესლას" ინფორმაციით, გადაწყვეტილება კომპანიის ფართო საინვესტიციო პოლიტიკის ნაწილია.
Facebook Forum